ახალგაზრდობაში სუსტი ფილტვები ჰქონდა, სერიოზული პრობლემები ნესტიან და ცივ ოთახში ხანგრძლივად მუშაობის გამო დაეწყო. ოჯახის სარჩენად შოთამ სარდაფში შუშის ტარის მიმღები პუნქტი გახსნა და მთელ დღეს იქ ატარებდა. ამჟამად იგი საწოლს არის მიჯაჭვული. მას მეუღლე ნანული უვლის.
ქალბატონო ნანული, ვიცით, რომ თქვენც ცუდად გრძნობთ თავს. როგორ ახერხებთ მწოლიარე მეუღლის მოვლას?
ნანული: მე მხოლოდ დიდი სიყვარული მავსებს. ჩვენ ძალიან მეგობრული ოჯახი გვყავს. სამწუხაროდ, ჩვენი ორი გოგო შორს ცხოვრობს: ერთი თელავშია, ხოლო მეორე-რუსთავში. მატერიალურად ვეტ გვეხმარებიან რადგან უმუშევრები არიან და შემოსავალი არ გააჩნიათ.
როგორია ამ მომენტისთვის თქვენი მეუღლის მდგომარეობა?
ნანული: შოთას მდგომარეობა პერიოდულად უარესდება. მას სახსრების ძლიერი ტკივილები და ჰაერის უკმარისობა აწუხებს. ხანდახან სასწრაფო დახმარების ბრიგადას დღეში ორჯერ ვიძახებთ. მოვახერხეთ ჟანგბადის კონდენსატორის ყიდვა და ამ აპარატის წყალობით შემცირდა ჰაერის უკმარისობა. მე ღამით ძლიან ცოტა მძინავს, ვაკონტროლებ ქმრის სუნთქვას. ბოლო დროს მე ხერხემალზე სერიოზული პრობლემები აღმომაჩნდა. საფენები და თეთრეული რომ გამოვუცვალო მეუღლეს,
რა წარმოადგენს თქვენს შემოსავალს?
ნანული: ჩემს მეუღლეს წამლები სჭირდება, ხოლო ამისათვის პენსია და სოციალური დახმარება არ არის საკმარისი. ეს ფული კვებისთვის და კომუნალური გადასახადებისთვის არ გვყოფნის. კვებასთან დაკავშირებით სხვა პრობლემაც არის. შაქრიანი დიაბეტის გამო შოთას ყველაფრის ჭამა არ შეუძლია/ ხოლო სპეციალურ კვებას ვერ ვყიდულობთ.
მეგობრებო, ამ მოსიყვარულე ცოლ-ქმარს ჩვენი ყურადღება და დახმარება ესაჭიროება!
თუ თქვენ გაქვთ ფინანსური დახმარების შესაძლებლობა, გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: შოთა კოჭლამაზაშვილი) ან პირდაპირ ჩვენი საიტიდან: hernovetskyifund.ge
მასალის გამოყენების პირობები






