ილიას უნივერსიტეტი კიდევ ერთმა ლექტორმა, მაია სიდამონიძემ დატოვა
საზოგადოება - 10:17, 13 Feb, 2019     1389
ილიას უნივერსიტეტი კიდევ ერთმა ლექტორმა დატოვა. საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ბიზნეს სკოლის ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე ამის მიზეზად რესტრუქტურიზაციას ასახელებს. სიდამონიძის თქმით ის კატეგორიულად არ ეთანხმება იმ სტრუქტურულ ცვლილების შინარსსა და ფორმას, რაც მათ ფაკულტეტზე განხორციელდა:


“დღეს ხარისხიანი განათლება ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა ქვეყანაში. სწორედ ამ მიზეზით, ერთი წლის წინ შევუერთდი გიორგი ქადაგიძის გუნდს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. მე სრულიად ვიზიარებდი მის გეგმებსა და ხედვას, რაც ჩემთვის დიდი მოტივაცია და იმედი იყო, რომ ჩვენ ერთად შევცვლიდით ბევრ რამეს უკეთესობისკენ მიუხედავად იმისა რომ კარგად ვაცნობიერებდი მოსალოდნელ ბიუროკრატიულ დაბრკოლებებს. ერთი წლის განმავლობაში ჩვენ სრულიად განვაახლეთ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები ტურიზმში, განვაახლეთ ლიტერატურა და მოვიწვიეთ ინდუსტრიაში წარმატებული პრაქტიკოსი ლექტორები. თუმცა ეს ყველაფერი ჩემთვის პირადად არ იყო ადვილი, არამარტო უნივერსიტეტში არამედ მთლიანად განათლების სექტორში არსებული არასაჭირო და ზედმეტი ბიუროკრატიული პროცესების გამო. მომავალი გეგმები უფრო დიდი იყო მაგრამ მე ამ ყველაფრის ნაწილი ვეღარ ვიქნები რადგან გადავწყვიტე დავტოვო ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელის პოზიცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. მე კატეგორიულად არ ვეთანხმები იმ სტრუქტურულ ცვლილების შინარსსა და ფორმას, რაც ჩვენს ფაკულტეტზე განხორციელდა. ეს ყველაფერი პირველ რიგში მეტყველებს ამ სფეროში უფრო სიღრმისეულ პრობლემებზე ვიდრე წარმომედგინა, სადაც ჩვენი მომავალი თაობის ინტერესი და კეთილდღეობა ზიანდება. მე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო Giorgi Kadagidze გამოცხადებული ნდობისთვის, ასევე სტუდენტებსა და ლექტორებს თანამშრომლობისთვის.”- წერს მაია სიდამონიძე ფეისბუკზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42