როგორ აპირებს ანანია გაჩეჩილაძე ქართველების განათლებას სექსში
საზოგადოება - 12:54, 11 Feb, 2019     4736
ანანია გაჩეჩილაძემ საზოგადოებას თავი პრეზერვატივებზე თამარ მეფის, ქართლის დედისა და დავით აღმაშენებლის გამოსახულებებით დაამახსოვრა. მაშინ ამ ამბავმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ამჯერად ანანიამ ახალი, ხმაურიანი წამოწყება დააანონსა – საქართველოში მაღაზიის გახსნა სურს, სადაც სექსუალურ პროდუქტს გაყიდის. უფრო მეტიც, მას უნდა, რომ თბილისი ამ მიმართულებით ამსტერდამს დაამსგავსოს. როგორია მისი გეგმები, თავად გიამბობთ.


ანანია გაჩეჩილაძე: დავიწყებ იმით, რომ გადაცემას ვიწყებ „TV პირველზე“. წამყვანები ვიქნებით მე, ირინა ტორონჯაძე და თათია დოლიძე. ჯერჯერობით არ დაგვიანონსებია, მაგრამ მარტიდან გავალთ. თემატიკა სოციალური საკითხები იქნება. მაღალი რეიტინგი უნდა გვქონდეს, რაშიც ტელევიზია ყველანაირად გვეხმარება. სიმართლე გითხრათ, ტელეწამყვანობას ისედაც ვაპირებდი, უბრალოდ, ამისთვის რაღაც ეტაპების გავლა იყო საჭირო. „აიისას“ გამო, ძალიან ხშირად მიწევდა ტელევიზიებში რესპონდენტად მისვლა. შეიძლება ითქვას, გადაცემა არ გამომიტოვებია. თამამად ვიტყვი, რომ არც ერთ ეთერში ფული არ გადამიხდია. ყველა იმიტომ მეძახდა, რომ რეიტინგი დამეწერა. მივხვდი, მქონდა რეიტინგის კეთების უნარი და ეს შესაძლებლობა რაღა სხვისთვის უნდა გამომეყენებინა. გადავწყვიტე, გამეკეთებინა გადაცემა, სადაც ვიქნებოდი, როგორც ავტორი, ასევე, წამყვანიც.

– გადაცემა სექსს და მსგავს თემატიკას შეეხება?

– არა. შეიძლება, რაღაც კუთხით შეეხოს, მაგრამ ძირითადად სოციალური თემები გაშუქდება. გადაცემა ეხება ადამიანის უფლებებს. წინა პლანზე ბევრად სერიოზული საკითხები იქნება. თუმცა, არის მეორე გარემობა. კონკურენცია უნდა გავუწიოთ, როგორც პოლიტიკურ, ასევე, ყვითელ გადაცემებსაც, რომლებიც პარალელურ რეჟიმში გავა. შესაბამისად, ორივე თემა იქნება.

– „სექსშოპის“ გახსნას როდის გეგმავ?

– მართალი არ არის, რომ ანანია ხსნის „სექსშოპს“, მე მექნება მაღაზია, რომელშიც ბევრი სხვადასხვა ნივთი მოიყრის თავს. ეს მაღაზია იქნება „აიისას“ შვილობილი კომპანია. „აიისა“ ექსპორტზე უკვე ექვს ქვეყანაში გადის, მათ შორის ევროპაშიც. მის დაქვემდებარებაში კიდევ ორი პროექტია: პირველი – საგანმანათლებლო პროგრამა, ხოლო შემდეგ – მაღაზია. განათლებული მომხმარებელი, რომელსაც რაღაც ინფორმაცია ექნება, ბევრად დადებითად შეხვდება მსგავსი ტიპის სავაჭრო ობიექტის გახსნას. მაღაზია წლის ბოლომდე გაიხსნება.

– როგორ და რა საკითხში აპირებ ქართველების განათლებას?

– იქმნება საგანმანათლებლო პლატფორმა „აიი’ს’ა“, რომელიც მოიცავს საინფორმაციო ჟურნალს და კვალიფიციური კონსულტაციის სერვისს. ყურადღება დაეთმობა ცნობიერების ამაღლებას სექსუალურ ორიენტაციაზე, გენდერულობაზე, სექსუალურ ძალადობაზე, ვენერიულ დაავადებებზე, ასევე, სხვა საკითხებს. ყველა პროექტი, რომელსაც „აიისა“ ახორციელებს, მომხმარებელზე საერთაშორისო მასშტაბითაა გათვლილი, კონდომების წარმოებიდან დაწყებული გაგრძელებული საგანმანათლებლო პროგრამით და შოუ-რუმით, ამიტომ მიზანია, ღირსეული ნიშა ამსტერდამთან მიმართებაშიც დავიკავოთ.

წყარო თბილისელები





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42