"ღმერთო გადამირჩინე შვილები" - ბათენიშვილების ოჯახში, სადაც 4 მოზარდი იზრდება საზოგადოების დახმარება სჭირდება
საზოგადოება - 11:14, 11 Feb, 2019     1165

ბანეთიშვილების ოჯახში 4 მოზარდი იზრდება, რომელთაგან ორს აქვს სერიოზული პრობლემა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. 12 წლის მერაბს გონებრივი ჩამორჩენილობა აღენიშნება, ხოლო 5 წლის ხათუნა ცერებრული დამბლით არის დაავადებული. 6 ადამიანი ორ პატარა ოთახში ცხოვრობს, სადაც ცუდი საცხოვრებელი პირობებია. მათ საცხოვრებელში ცივა, კედლები ნესტითაა დაფარული, ავეჯი კი მწყობრიდანაა გამოსული.

ოჯახის მამა უმუშევარია, მან ვერადავერ იშოვა მუშის სტაბილური სამსახური. თუკი რამე ერთჯერადი გამოჩნდა, იგი გამომუშავებულ მწირ თანხას საკვებ პროდუქტებში ხარჯავს, რაც ამ ეტაპზე ამ ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ბავშვებს არ გააჩნიათ კალორიული კვება, ხანდახან შიმშილობენ კიდევაც.

ჩვენ ვესაუბრეთ ზინა ბანეთიშვილს, ოთხი შვილის დედას:

- როგორ იწყება დღეს თქვენს ოჯახში?

ზინა: პირველ რიგში, დიდი მადლობა ჩერნოვეცკის ფონდს, რომ ჩვენით დაინტერესდით. დილა კი ასე იწყება: ჩემი მეუღლე უთენია დგება და მიდის სამუშაოს საძებნელად, იქნებ რაღაცა გამოჩნდესო... მერე იღვიძებს 2 წლის ბიჭი, შემდეგ კი უფროსი ბავშვები. ხათუნას დილაობით კრუნჩხვები ემართება, ისტერიკაში ვარდება. უფროსი გოგო, 14 წლის ნინო, ძალიან მეხმარება პატარების მოვლაში. სამწუხაროდ, მას სკოლის გაცდენა უხდება, რადგან მარტო ყოველთვის ვერ ვუმკლავდები ხათუნას მოვლას და დამშვიდებას.

-რა წარმოადგენს თქვენი ოჯახის შემოსავალს?

ზინა: პენსია და მეუღლის მიერ ხანდახან გამომუშავებული მწირი თანხა. ხათუნას თვეში 200 ლარი ესაჭიროება სამედიცინო კვლევისთვის და ფულს ძირითადად ამაში ვხარჯავთ. სამწუხაროდ, მერაბის სამკურნალო თანხა არ გაგვაჩნია. კიდევ კარგი, რომ ბავშვს აღენიშნება მსუბუქი ფორმის გონებრივი ჩამორჩენილობა.

- ვინმე გეხმარებათ?

ზინა: არა, არავინ გვეხმარება.

- ხომ არსებობს სპეციალური პროგრამები ბავშვების სამკურნალოდ, არ დაინტერესებულხართ?

ზინა: სამწუხაროდ, ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ გამაჩნია. ვიცი მხოლოდ ის, რომ არსებობს სპეციალური სკოლები, მაგრამ ალბათ ძალიან ძვირი ღირს...

-ხდება ხანდახან ისე, რომ შიმშილობთ?

ზინა: დიახ, თუმცა ვცდილობ ბავშვებს არ მოვაკლო საჭმელი...ლობიო, წყალწყალა სუპი და პური. ეს არის ჩვენი სადილი.

-მერაბის და ხათუნას შემდეგ არ შეგეშინდათ შვილის გაჩენა?

ზინა: ძალიან მეშინოდა. მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა. აწი ვიცი, რომ მერაბს და ხათუნას მზრუნველი და-ძმა ეყოლება. ღამით, როდესაც ბავშვებს დავაძინებ, ვლოცულობ. ღმერთს შევთხოვ, რომ ჩემს შვილებს ოდნავ მაინც შეუმსუბუქოს მდგომარეობა. ვლოცულობ, აგრეთვე, ყველა ბავშვზე, ვინც განსაცდელშია.

მეგობრებო, ბანეთაშვილების ოჯახი საჭიროებს საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებს, ჰიგიენურ საშუალებებს, საოჯახო ნივთებს, თეთრეულს. თანხის გადარიცხვა ამ ბავშვების მხარდასაჭერად შესაძლებელია ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ბანეთაშვილების ოჯახი). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც: chernovetskyifund.ge.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42