დიპლომატებს მოუწოდეს სიფრთხილე გამოიჩინონ ევროკომისიის შტაბთან ახლოს მდებარე ზოგიერთი პოპულარული კაფეში სტუმრობისას.
გამოცემის წყაროს ინფრომაციით ჩინური და რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლები ძირითადად საელჩოებში და თავის ქვეყნის სავაჭრო წარმომადგენლობებში მუშაობენ, გარდა ამისა, ატაშეები, რომლებიც საელჩოებში გამართულ მიღებებზე მესამე ქვეყნის დიპლომატების თანმხლებ პირებს წარმოადგენენ, ძირითადად ფარული აგენტები არიან.
ბრიუსელში მოქმედ სხვა ქვეყნის აგენტებს შორის Die Welt-ი ასევე ასახელებს აშშ-ის და მაროკოს წარმომადგენლებსაც.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ჩინეთმა ევროპაში ჯაშუშობის დონე გააძლიერა. კერძოდ საუბარია ლიეტუვაზე. ქვეყნის სადაზვერვო სამსახურების თანახმად, ეს არის ჩინეთის ეკონომიკური და პოლიტიკური ამბიციები, როგორც ლიტვაში, ასევე ნატოს სხვა ქვეყნებში და ევროკავშირში. ლიეტუვის სპეცსამსახურების ყოველწლიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჩინეთის სპეცსამსახურების მხრიდან აგრესია იზრდება.
მასალის გამოყენების პირობები






