59 წლის მფრინავი დევიდ იბოტსონი, ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
ავიაკატასტროფა 21 იანვარს მოხდა. ინტერნეტში გავრცელდა აუდოშეტყობინებაც, რომელიც ფეხბურთელმა მეგობრებს მანამდე გაუგზავნა Whatsapp-ით , ვიდრე კერძო თვითმფრინავი ლა-მანშის ზემოთ რადარებიდან გაქრებოდა. შეტყობინებაში სალა თვითმფრინავის ცუდ მდგომარეობაზე საუბრობს.
"როგორ ხართ ძმებო? მართლა ძალიან დაღლილი ვარ. ნანტში ვიყავი და იმდენი საქმე მაქვს, სულ საქმე და ეს არასოდეს მთავრდება" - ამბობს ნანტე ერთ-ერთ მესიჯში.
"ახლა თვითმფრინავში ვარ და ისეთი გრძნობა მაქვს, რომ დაიშლება. კარდიფში მივფრინავ, საგიჟეთია. ხვალ ახალ კლუბში უნდა ვივარჯიშო ბიჭებო, ახალ კლუბში ვარ" - ეს მეორე შეტყობინებაა.
"ბიჭებო, ყველანი კარგად ხართ? თუკი ჩემგან უახლოეს საათ-ნახევარში ინფორმაციას ვერ მიიღებთ, მგონი სამაშველო გუნდი დაგვჭირდება. არ ვიცი, ვინმეს გამოგზავნიან თუ არა, მაინც ვერ გვიპოვიან. უკვე მეშინია" - ეს კი მისი უკანასკნელი შეტყობინება აღმოჩნდა.
მასალის გამოყენების პირობები






