მაია მარშანია და სამი შვილი მამამ ცოტახნის წინ მიატოვა. დედა ბავშვებს ამას უმალავს და ეუბნება, რომ მამა უცხოეთში სამუშაოდ არის წასული. ოჯახი ქირით ცხოვრობს. პროდუქტებისა და ტანსაცმლის ფული მათ სამწუხაროდ არ აქვთ...ოჯახს ძალიან უჭირს. უფროსი ქალიშვილი, ლიზი სკოლაში დადის, საშინაო დავალებებს საბანში გახვეული ამზადებს. სიცივისგან პატარა თითები ეყინება და წერა უჭირს. მათ არ აქვთ ზამთრის ტანსაცმელი. ბავშვები მალე იზრდებიან და ახალი ტანისამოსის შეძენა დედისთვის ფაქტიურად შეუძლებელია.
მაია, როგორ უმკლავდებით პრობლემებს?
სამსახურს თავი დავანებე. უყურადღებოდ ბავშვებს ვერ დავტოვებდი. ამ ბინაში ვართ შემოკედლებულები, მაგრამ შეხედეთ პირობებს. გამათბობელი არ გვაქს, ბავშვები ხშირად ცივდებიან და წამლები სჭირდებათ, მე კი ამის საშუალებაც არ მაქვს, ვერ ვყიდულობ.
მაია, რა სახის დახმარება გჭირდებათ პირველ რიგში?
ტანსაცმელი გვჭირდება ძალიან. უმცროსები უფროსების შელახული ტანსაცმლით დადიან. ლიზისთვის რაღაცეებს ვკერავ ხოლმე ჩემი ტანსაცმლისგან, თუ რამე მაქვს საერთოდ. ძალიან გვიჭირს სარეცხი მანქანისა და გათბობის გარეშე. ხელით რეცხვა ცივ წყალში ნამდვილი ტანჯვაა, სახსრების ანთება დამეწყო.
მეგობრებო, ჩვენ შეგვიძლია ვაჩუქოთ ამ ბავშვებს ბედნიერება!
თუ ჩვენ ახლა არ გავუწოდებთ მათ დახმარების ხელს, ისინი იმედსაც დაკარგავენ! ამის დაშვება არ შეიძლება! ბავშვები ჩვენი მომავალია! ყველას ვინც გულთან ახლოს მიიტანს მარშანიას ოჯახის გაჭირვებას შეუძლია გადარიცხოს სასურველი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე:
GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მარშანიას ოჯახი) ან ჩვენი საიტის მეშვეობით: chernovetskyifund.ge
მასალის გამოყენების პირობები






