2017 წელს მსოფლიოში ინტერნეტის მომხმარებელთა კომპიუტერების 29.4% -ი ერთხელ მაინც დაექვემდებარა Malware კლასის ვებ-თავდასხმას, ხოლო 2018 წელში ამ მაჩვენებელმა 30.01% შეადგინა.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ვებ- მოდულიანი ძლიერი ანტივირუსები იცავენ მომხმარებლებს მავნე ობიექტების, დასნებოვანებული/ვირუსისშემცველი ვებ-გვერდების ჩამოტვირთვისაგან. მავნე საიტები განზრახ იქმნება ბოროტმზრახველების მიერ. ისინი ასევე ცდილობენ უფრო მეტი ლეგიტიმური რესურსების გატეხვას და იქ სხვადასხვა დანიშნულების მავნე სკრიპტებისა და პროგრამების განთავსებას, ისეთების როგორებიც არიან კრიპტოვალიუტების ფარული მაინერები, გამშიფრავ-გამომძალველები, პირადი და საბანკო მონაცემების მოპარვის მიზნით შექმნილი პროგრამები. დასნებოვანებული შეიძლება იყოს აგრეთვე ვებ-რესურსები, მომხმარებელთა მიერ შედგენილი კონტენტები (მაგალითად, ფორუმები).
მასალის გამოყენების პირობები






