კიდევ შეეძლო დახმარებოდა ნაკრებს. ვისაც არ უნდა ჩვენ არავის შევეხვეწებით, - განაცხადა ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ხიზანიშვილის ნაკრებიდან წასვლის გადაწყვეტილების შეფასებისას.
"ვფიქრობ კიდევ შეეძლო რომ ნაკრებს დახმარებოდა. მაგასთან ლაპარაკი მქონდა, ვუთხარი სამი მცველი მყავს და სამივეს აქვს ყვითელი "კარტა", ერთი უნდა დავსვათ-თქო, ალბათ ეხლა ეს შეიძლება არ მოეწონა, ვისაც არ უნდა არავის არ შევეხვეწებით“, - განაცხადა ქეცბაიამ.
ფეხბურთის ფედერაციის სპორტული დირექტორი შოთა არველაძე აცხადებს, რომ ხიზანიშვილის საქციელი არასწორია და თუ მას მწვრთნელი გამოიძახებს, ხიზანიშვილი ვალდებული იქნება ჩამოვიდეს და ითამაშოს. "მიუხედავად მისი არასწორი საქციელისა მე მაინც ვთვლი, რომ ზურაბ ხიზანიშვილს ამ ნაკრებისთვის კიდევ დიდი ხნის მანძილზე შეუძლია, რომ სიკეთე მოუტანოს.
თუ მწვრთნელი გადაწყვეტს და საჭიროდ ჩათვლის მის გამოძახებას ის მოვალეა ჩამოვიდეს და ითამაშოს, არ გვყავს ჩვენ დასაკარგი ფეხბურთელები,“-განაცხადა არველაძემ. ეროვნულ ნაკრების მწვრთნელსა და ფეხბურთელ ზურაბ ხიზანიშვილს შორის კონფლიქტი საფრანგეტის ნაკრების წინააღმდგე მატჩს დროს დაიწყო, ქეცბაიამ მაშინ ხიზანიშვილი სატადარიგო სკამზე დასვა,იგივე განმეორდა ფინეთთან თამაშისას, განაწყენებული ფეხბურთელი ეროვნული ნაკრების ავტობუსში არ ავიდა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მთავარ მწვრთნელს ნაკრების წევრებთან პრობლემები აქვს.
მასალის გამოყენების პირობები






