ნუ მოწამლავთ მეზობლებს! „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ გვაფრთხილებს
საზოგადოება - 11:00, 07 Feb, 2019     909

წუხელ თბილისში, ხეთაგუროვის ქუჩა #4-ში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით (CO) ხანშიშესული ცოლ-ქმარი მოიწამლა.

ოჯახში ღია კამერიან აკრძალულ წყალგამაცხელებელს ხმარობდნენ. „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ადგილზე მისულმა სპეციალისტებმა აკრძალული ღია კამერიანი წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს და ბინის მეპატრონეები გააფრთხილეს, არ მოიხმარონ აღნიშნული დანადგარი. „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა კორპუსში მცხოვრები სხვა მობინადრეების უსაფრთხოების მიზნით კორპუსის სავენტილაციო არხები შეამოწმეს.
გაზის სპეციალისტებმა კიდევ ერთ მობინადრესთან აღმოაჩინეს ღია კამერიანი აკრძალული წყალგამაცხელებელი, რომლის საკვამლე მილი კორპუსის სავენტილაციო არხთან იყო დაერთებული, რაც სხვა მობინადრეების სიცოცხლესაც საფრთხეს უქმნიდა. მობინადრეს უსაფრთხოების ინსტრუქცია ჩაუტარეს და გააფრთხილეს, რომ აღნიშნული დანადგარი არ მოიხმაროს.
ამავე კორპუსში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ბინის მეპატრონემ უარი თქვა შემოწმებაზე და გაზის სპეციალისტებს კარი არ გაუღო. მსგავსი შემთხვევები ხშირია და, კომპანიის მუშაობის პრაქტიკიდან გამომდინარე, სწორედ ის მობინადრეები არღვევენ უსაფრთხოების წესებს, რომლებიც უარს ამბობენ მათ ბინებში გაზდანადგარების შემოწმებაზე. აკრძალული გაზდანადგარების ჩაჭრას კი „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ვერ ახერხებს, რადგან კომპანიის სპეციალისტებს ქსელის შემოწმების მიზნით მობინადრეები სახლში არ უშვებენ.
„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ განსაკუთრებით ფრთხილად მოეკიდონ გაზის დანადგარებს. გახსოვდეთ, რომ CO ბუნებრივ აირზე გაცილებით საშიშია!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42