ინაშვილ-თარხანმოურავის დუეტმა, ვით ს. ორჯონიკიძისა და ფ. მახარაძის "ღირსეულმა" მემკვიდრეებმა, უამრავი სიყალბე და სიმახინჯე "აღმოაბოყინეს" და "გარდმოათხიეს" - დეკანოზი ილია ჭიღლაძე
საზოგადოება - 17:05, 06 Feb, 2019     996

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია - დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების განცხადებებს ეხმაურება:

„ინაშვილ-თარხანმოურავის დუეტმა, ვით ს. ორჯონიკიძისა და ფ. მახარაძის "ღირსეულმა" მემკვიდრეებმა, რუსული ძალების დაკვეთით და საქართველოს მოსახლეობის დეზინფორმაციის მიზნით, გუშინ ახალი პასკვილი გამოაქვეყნეს, სადაც უამრავი სიყალბე და სიმახინჯე "აღმოაბოყინეს" და "გარდმოათხიეს", კვლავ თავს ესხმიან უკრაინის უწმინდეს ეკლესიას და მსოფლიო პატრიარქს. რადგან ბევრი მიამიტი და საკითხის უმეცარი იჯერებს მათ სიცრუეს, იძულებული ვარ ვამხილო მათი სიცრუე და განვიხილო პუნქტობრივად ის, რასაც ეს მოსკოვის შეუნიღბავი აგენტურა ასე თამამად და ურცხვად ავრცელებს ქართველ ერში:

1."უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია, რომელსაც ამჟამად საკუთარი ეპისკოპოსების ხელდასხმის უფლება არ აქვს.”

ეს ფრაზა არის სრული სიცრუე და სისულელე: უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია თავად აკურთხებს ეპისკოპოსებს და თავადვე ირჩევს ეკლესიის მეთაურს!

2."სრულიად ნათელია, რომ უკრაინაში რეალური ავტოკეფალია არ არის, რადგან ავტოკეფალია სწორედაც რომ დამოუკიდებელ თვითმართველობას გულისხმობს. მომავალში უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის უფლებამოსილება თითქოსდა უნდა გაიზარდოს, მაგრამ ის მხოლოდ გაუთანაბრდება რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინის თვითმმართველ ეკლესიას.”

კვლავ დიდი სიყალბე: უკრაინის ეკლესია სავსებით ავტოკეფალურია, რადგან თავად მისი საეკლესიო კრება ირჩევს მეთაურს, მაშინ როდესაც მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის ეკლესიის მეთაურს ამტკიცებს თანამდებობაზე მოსკოვის პატრიარქი, მის ყველა ტაძარსა და მონასტერში აღევლინება მოსკოვის პატრიარქის სახელი. შესაბამისად მოცემული ფრაზა არის კიდევ ერთი სრული სიყალბე და დეზინფორმაცია!

3."რეალურად, მსოფლიო პატრიარქმა მართლმადიდებლობის კანონი, ტრადიცია და ეთიკა დაარღვია და უკრაინაში თავისი „ფილიალი“ გახსნა, ამიტომაც 13-დან 9 ავტოკეფალურმა ეკლესიამ ღიად ისაუბრა განხეთქილებაზე მართლმადიდებლობის წიაღში.”

ინაშვილ-თარხანმოურავის დუეტს ისიც ვერ გაურკვევია რომ მსოფლიოში ცამეტი კი არა, თხუთმეტი ავტოკეფალური ეკლესიაა (მოსკოვის და საქართველოს საპატრიარქოების აღიცხვით), ხოლო ახლადშექმნილი უკრაინის ეკლესიის ჩათვლით კი 16 გამოდის. შესაბამისად რაღა უნდა ვთქვათ ამ ადამიანების კანონიკაში განსწავლულობაზე, რომლებმაც ისიც კი არ იციან, რამდენი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაა მსოფლიოში.

4."პეტრე პოროშენკო, რომელიც საერთოდ არ არის მართლმადიდებელი, ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის მრევლია და ამიტომაც მას ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი სვიატოსლავი ახლდა.”

ესეც კიდევ ერთი დიდი ტყუილი: პეტრო პოროშენკო მოსკოვის საპატრიარქოს მრევლი იყო წინა წლებში, ხოლო ბოლო წლებში ავტოკეფალურ ეკლესიას შეუერთდა. უკრაინის "გრეკო-კათოლიკური" ეკლესიის მეთაური სვიატოსლავი პორშენკოს კი არ ახლდა, ინტრონიზაციის ზეიმზე მიწვეული საპატიო სტუმარი იყო, მსგავსად უკრაინის ყველა სხვა კონფესიების ლიდერებისა და დიპლომატიური წარმომადგენლებისა. შესაბამისად ინაშვილ-თარხანმოურავის დუეტი კვლავ მდაბიოდ იტყუება და ადამიანები შეცდომაში შეყავს.

5."საგულისხმოა, რომ ტაძარში 150-მდე ადამიანი იყო, ტაძრის მოედანი კი - ცარიელი. “

კვლავ ჩვეულებრივი სიცრუე და სიყალბე, უზარმაზარი სოფიის კათედრალი ხალხით იყო გადაჭედილი და როგორც იტყვიან, ნემსის ჩასავარდნი ადგილი არ იყო.

6."საიდუმლო არ არის, რომ ამჟამად აფხაზი სამღვდელოება ორ ნაწილად არის გაყოფილი. ერთი, უფრო მცირე ნაწილი, რომელსაც სათავეში მღვდელი ბესარიონ აპლიაა უდგას, თანამშრომლობს რუსეთის საპატრიარქოსთან, ხოლო მეორე, უფრო მრავალრიცხოვანი ნაწილი, რომელსაც სათავეში არქიმანდრიტი დოროთეოზ დბარი უდგას, თავს მსოფლიო პატრიარქის ქვეშევრდომად მიიჩნევს... ამგვარად, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის დიდ ნაწილს, - ნახევარზე მეტს, - დღეს მსოფლიო პატრიარქი აკონტროლებს და კარგა ხანია ამ ფაქტის დაკანონება სურს."

ინაშვილ-თარხანმოურავი კვლავ იტყუება: ადიღეს რუსი ეპისკოპოსის მიერ ნაკურთხ დოროთე დბარს (რომელიც განუდგა მოსკოვის პატრიარქს და თვითნებურად დაიწყო მსოფლიო პატრიარქის მოხსენიება წირვაში) მხოლოდ ერთი ტაძარი აქვს, კერძოდ ახალი ათონის მონასტერი და ჰყავს ერთი სასულიერო პირი, მიტრ. დანიელის (დათუაშვილის) მიერ ნაკურთხი იეროდიაკო დავით სარსანია. (დბარის მეორე მიმდევარმა, ადიღეს რუსი ეპისკოპოსის მიერ ნაკურთხმა ანდრეი ამპარმა კი სამი წლის წინ დატოვა სასულიერო წოდება და საერო ცხოვრებას დაუბრუნდა). მაშინ როდესაც კირილეს მორჩილებაში მყოფ ბესარიონ აპლიას ჰყავს 10 მღვდელი, ყველა მოსკოვის საპატრიარქოს ადიღეს ეპარქიის ეპისკოპოსის მიერ ნაკურთხი და მათ მიერაა დაპყრობილი ყველა მოქმედი ტაძარი აფხაზეთში, მათ შორის: სოხუმის კათედრალი, ილორის, დრანდის, გაგრის, გალის, ლიხნის და სხვა ტაძრები. შესაბამისად რუსეთის ინტერესების მქადაგებელ ცრუპენტელა ინაშვილი და თარხანმოურავი კვლავ ბინძურად იტყუებიან და სიტუაციას აყალბებენ რუსული იმპერიის სასარგებლოდ“, - წერს დეკანოზი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42