„მამა ნიკოლოზს დასჯიან, თუ ის ჩემს ძმას აზიარებს“ - დაპატიმრებული დეკანოზის ძმა საპატრიარქოს პასუხობს და საპროტესტო აქციას არ წყვეტს
საზოგადოება - 16:51, 06 Feb, 2019     1861
ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის ოჯახის წევრები მამა გიორგის ზიარების საკითხზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან, რომლის თანახმადაც, გიორგი მამალაძეს მისი მოძღვარი დეკანოზი ნიკოლოზ გიგატაძე აზიარებს.

როგორც "ნიუპოსტს​" დაკავებულის ძმამ, თორნიკე მამალაძემ განუცხადა, როდესაც საქმე ეხება ასეთი ტიპის რეზონანსულ საქმეს, ზიარების გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ეკლესიის უმაღლესმა მმართველობამ.

მამალაძე აღნიშნავს, რომ საპატრიარქოს განცხადების საფუძველზე მათ აქვთ ეჭვი, რომ განცხადების ავტორები იმ სასულიერო პირს დასჯიან, რომელიც გაბედავს და მამა გიორგის აზიარებს.

"პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ როდესაც საქმე ეხება ასეთი ტიპის რეზონანსულ საქმეს და ზოგადად, საპყრობილეში მყოფ სასულიერო პირს, კანონიკური თვალსაზრისითაც და მორალურითაც, ზიარების გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ეკლესიის უმაღლესმა მმართველობამ.

ის განცხადება, რაც საპატრიარქოს მამა გიორგის ზიარებასთან დაკავშირებით გააკეთა, ლოცვა-კურთხევის გაცემას არ ნიშნავს. პირიქით, ეს არის მუქარა, ვინაიდან განცხადებაში საუბარია იმ მღვდლის პასუხისმგებლობაზე, რომელიც ჩემი ძმის ზიარებას გაბედავს.

მამა ნიკოლოზი დარწმუნებულია ჩემი ძმის უდანაშაულობაში და მზად არის, აზიაროს, მაგრამ ჩვენ ვერ დავაყენებთ მას დარტყმის ქვეშ, ვინაიდან ამის გამო დასჯიან იმ განცხადების შემქმნელები. ამიტომაც ჩვენ ვაგრძელებთ საპროტესტო აქციას მანამ, სანამ ამ პასუხისმგებლობას საქართველოს ეკლესიის საპატრიარქო არ აიღებს საკუთარ თავზე“, - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

ცნობისთვის, დღეს დეკანოზმა ნიკოლოზ გიგატაძემ თქვა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარების სურვილი აქამდეც ჰქონდა.

სასულიერო პირის ამ განცხადებას წინ საპატრიარქოს განცხადება უძღოდა წინ, სადაც აღნიშნულია, რომ პატრიარქის გადაწყვეტილებით, სასულიერო პირი, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას, შეუძლია, რომ აზიაროს დეკანოზი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42