"ვინც უზიარებლობით ,,დასაჯა'' მამა გიორგი, სწორედ მან უნდა გასცეს პასუხი რა მიზეზის გამო მოხდა ეს" - მღვდელმონაზონი ანდრია სარია
საზოგადოება - 00:07, 06 Feb, 2019     1432
პატიმრობაში მყოფ დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარებასთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიატქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოხმაურება მოჰყვა. მღვდელმონაზონი ანდრია სარია ფეისბუქის გვერდზე პოსტს ავრცელებს და რამდენიმე შეკითხვას სვამს. სასულიერო პირი ხაზს უსვამს, რომ თემის გარშემო ამდენი მსჯელობა არ გაიმართებოდა, ის რომ სინოდზე გასულიყო.
"საპატრიარქოს განცხადება, რბილად რომ ვთქვათ ერთგვარი გამოწვევაა, ბიძგი იმისათვის რომ რომელიმე სასულიერო პირმა ,,შეცდომა'' დაუშვას. პატრიარქის ქორეპისკოპოსმა ბრძანა რომ მეუფე დიმიტრიმ აზიაროსო, განცხადებაში წერია მღვდლებმა აზიარონ და მერე ,,მოვთხოვთო''. ასეთ იეროგლიფებს პირდაპირ არ სჯობდა სინოდზე ემსჯელათ? ამდენი მარჩიელობა და დიალოგი ხომ არ გაიმართებოდა ამ თემის გარშემო. კითხვები დავსვათ:
1. ვის და რატომ არ აწყობს მამა გიორგის თემის განხილვა?
2. ორი წლის განმავლობაში მხოლოდ შესულთა აღშფოთება გვხვდება განცხადების სახით, მაგრამ რეალურად ამით რა იცვლება?
3. პროკურატურასთან ასე დაახლოებული რატომ არიან გარკვეული სასულიერო პირები და მათი ლოგიკის მიხედვით ინფორმაციის გაჟღერება რა წესია?
კანონიკის მიხედვით ვერცერთი სასულიერო პირი ვერ აზიარებს, სანამ თავად ეკლესია არ იმსჯელებს ამ თემაზე. ვინც უზიარებლობით ,,დასაჯა'' მამა გიორგი, სწორედ მან უნდა გასცეს პასუხი რა მიზეზის გამო მოხდა ეს და რამდენად ობიექტური იყო მსგავსი გადაწყვეტილების მიღება!
მამა გიორგის ამით ნამდვილად არაფერი აკლდება, მაგრამ კანონის დარღვევით მიღებული გადაწყვეტილება სამართლებრივი ჩარჩოებით დარწმუნებული ვარ თავის დროზე განხილულიც იქნება და პასუხი ყველა დამნაშავეს მოეთხოვება!" - წერს მამა ანდრია სარია.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42