ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ყოფილი დეკანი გიორგი ქადაგიძე მოითხოვს შეწყდეს პროცესი, რომელიც არ არის შეთანხმებული არც ერთ მნიშვნელოვან მხარესთან.
გიორგი ქადაგიძე და გიორგი პაპავა რექტორისგან იმ რეორგანიზაციის პროცესის შეჩერებას ითხოვენ, რომელიც უმაღლეს სასწავლებელში ცოტა ხნის წინ დაიწყო, რომელმაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია:
„ჩვენ არც აკადემიური საბჭოს და არც წარმომადგენლობითი საბჭოს განცხადება ამასთან დაკავშირებით არ მოგვისმენია. მე მაინც დიდი იმედი მაქვს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს, მით უმეტეს, რომ საუბარი არის ძალიან მარტივ ამბავზე. შეწყდეს ის პროცესი, რომელიც არ არის შეთანხმებული არც ერთ მნიშვნელოვან მხარესთან, არ არის შეთანხმებული სტუდენტებთან, არ არის შეთანხმებული დამსაქმებლებთან, არავისთან და ნებისმიერი ტიპის ასეთი დიდი ცვლილება განხილული იყოს ისე, როგორც ამას ითხოვს საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკა,“ - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






