18 წლის წარმატებულ ფეხბურთელ გოგოს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აქვს - ნინის საზოგადოების დახმარება სჭირდება
საზოგადოება - 17:03, 05 Feb, 2019     4662
18 წლის წარმატებულ ფეხბურთელს ნინი გურგენიძეს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აქვს.

გოგონას სასწრაფოდ ესაჭიროება საზღვარგარეთ გადაუდებელი მკურნალობა, რომლის საშუალება ოჯახს არ აქვს და რაც ძალიან დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული.

დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ: საქართველოს ბანკი - GE95BG0000000284257600 - მიმღები გურგენიძე რამაზი.

ოჯახის წევრების საკონტაქტო: 599 651 800 (დედა - მაკა), 551 558 903 (რამაზი - მამა).

გთავაზობთ ნინის წარმატების ისტორიას, რომელიც კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ, რომ თქვენი თანადგომა ახალგაზრდა ფეხბურთელს აუცილებად სჭირდება:

ნინი საქართველოს ორგზის ჩემპიონია, სპორტის ყველაზე პოპულარულ სახეობას ბავშვობიდან თამაშობს, მან კარიერა 12 წლის ასაკში ტყიბულის საფეხბურთო სკოლაში დაიწყო.

იმ დროს 2000/01 წელს დაბადებულ ვაჟთა მწვრთნელმა გოჩა გოგიჩაძემ სკოლის ერთადერთ ფეხბურთელ გოგონას მაქსიმალური მხარდაჭერა გამოუცხადა და გუნდის სრულუფლებიან წევრად აქცია.

ნინი მალევე ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა, ამპლუით თავდამსხმელი საკმაოდ შედეგიანობით გამოირჩეოდა და გუნდს არაერთხელ დაეხმარა წარმატების მიღწევაში.

სხვადასხვა საფეხბურთო ტურნირებში ნინი რამდენჯერმე დასახელდა საუკეთესო მოთამაშედ.

საფეხბურთო კლუბი "მართვე":

2015 წელს ნინო გურგენიძე ქუთაისის გოგონათა გუნდ "მართვე"-ს წევრი გახდა და ის გუნდის წამყვანი მოთამაშე გახდა.

იმერეთის სკოლბურთის ჩემპიონი:

ქუთაისის 37-ე სკოლის გოგონათა გუნდში, სადაც ნინი ტყიბულიდან სასწავლებლად გადავიდა იმერეთის საფეხბურთო ჩემპიონატში გუნდმა ჩემპიონობა მოიპოვა. ისინი 1 კვირით კვარიათში გაემგზავრნენ და საქართველოს პირველობაზე მიიღეს მონაწილეობა.

აზერბაიჯანის 17 წლამდე ნაკრები:

ქუთაისის "მართვე"-ში გადასვლისთანავე ნიჭიერმა ფეხბურთელმა მალევე მიიპყრო ფეხბურთის სპეციალისტების ყურადღება, მისი გუნდის ერთ-ერთ თამაშს აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებმაც სათამაშოდ და ქვეყნის 17 წლამდე გოგონათა ნაკრების რიგებში ჩარიცხეს.

ნინიმ ასევე, ათამდე ევროპულ ქვეყანაში სხვადასხვა ტურნირებში მიიღო მონაწილეობა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42