„მე დანებებას არ ვაპირებ“ - ილიაუნიდან გიორგი ქადაგიძის შემდეგ გიორგი პაპავა გაათავისუფლეს
საზოგადოება - 17:21, 04 Feb, 2019     1429

ილიაუნიდან გიორგი ქადაგიძის გათავისუფლების შემდეგ, უნივერსტეტის დატოვების შესახებ ინფორმაციას გიორგი პაპავა ავრცელებს. ილიაუნის ბიზნესისი სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი გათავისუფლების მიზეზებს სოციალურ ქსელში წერს. გიორგი პაპავას თქმით, გათავისუფლების შესახებ შეტყობინება ელექტრონულ ფოსტაზე მიიღო. იგი ვარაუდობს, რომ აღნიშნულის მიზეზი გიორგი ქადაგიძისა და მისი იდეების მხარდაჭერა გახდა:

"წელიწადნახევრიანი ძალიან საინტერესო და პროდუქტიული საქმიანობის შემდეგ მე აღარ ვარ ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი. ამ ეტაპზე ბევრს თავს არ შეგაწყენთ და მხოლოდ იმას გეტყვით თუ რა მოვლენები განვითარდა ჩემ თავს ოთხშაბათის საღამოდან:

1. ოთხშაბათს, საღამოს 08:00 საათზე მომდის მეილი (როგორც ასოცირებულ პროფესორს), საიდანაც ვარკვევ, რომ ბიზნესის სკოლა გახდა ერთ-ერთი მიმართულება ახალი ფაკულტეტის და რომ ხუთშაბათს დილით, 11:00 საათზე, ახალი ფაკულტეტის პროფესორების შეხვედრაა ჩანიშნული.

2. ხუთშაბათს მივდივარ აღნიშნულ შეხვედრაზე, სადაც მიხსნიან თუ რა მნიშვნელოვანი ცვლილება ხორციელდება და განიხილავენ პირველივე საკითხად დეკანის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნას.

3. ბიზნესის სკოლის ასოცირებული პროფესორი, გიორგი ისაკაძე სიტყვას ითხოვს და აფიქსირებს თავის ძალზედ კრიტიკულ შეფასებას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

4. შემდეგ მეც ვაფიქსირებ ჩემ პოზიციას, რომ სრულიად მიუღებელია აღნიშნული ცვლილებების ფორმაც და შინაარსიც. გიორგი და მე შეხვედრას ვტოვებთ.

5. პარასკევს 19:15-ზე მეილს ვიღებ კანცელარიიდან გათავისუფლებული ხართ, დაგვიდასტურეთ მეილის მიღებაო.

6. ბევრი ტექნიკური საკითხი შეიძლება მოიყვანოს მიზეზად ცენტრალურმა ადმინისტრაციამ, რომლის არცერთ წარმომადგენელს ჩემთან არც ბიზნესის სკოლაში უკვე განხორციელებულ ცვლილებებზე უკითხავს აზრი, არც იმის პატივი დაუდია კანცელარიის მეილით არ გამეგო გათავისუფლების შესახებ, მაგრამ რეალურად ჩემი შეფასებით, ჩემი გათავისუფლება მხოლოდ ერთადერთი მიზეზით აიხსნება: გიორგი ქადაგიძის და მასთან ერთად ბიზნესის სკოლაში განხორციელებული ცვლილებების მხარდაჭერა.

7. ბოლო წელიწადნახევარი ბევრი რამ შევცვალეთ ბიზნესის სკოლის სტუდენტებისთვის და მწამს, რომ კიდევ ბევრ რამეს შევცვლით ერთად! დროებით, მე დანებებას არ ვაპირებ!"- წერს პაპავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42