კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2018 წელს „ყაზტრანსგაზ-თბილისის" სპეციალისტებმა თბილისში, საცხოვრებელ ბინებში 69 133 კუსტარულად დამონტაჟებული, აკრძალული, ღია კამერიანი გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს. ბინის მეპატრონეთა დიდი ნაწილი, სადაც გაზის დანადგარები ქსელიდან ჩაიხსნა, ერთხელ უკვე იყო გაფრთხილებული და ინფორმირებული მოსალოდნელ საფრთხეებზე, თუმცა განმეორებითი შემოწმების დროს სპეციალისტებს ბინებში კვლავ დახვდათ გაზის ქსელზე თვითნებურად მიერთებული საშიში ღია კამერიანი გაზგამათბობლები და წყალგამაცხელებლები.
გთავაზობთ 2018 წელს თბილისში ჩაჭრილი, აკრძალული წყალგამაცხელებლების და გაზგამათბობლების მაჩვენებელს რაიონების მიხედვით
ჩუღურეთი-ნაძალადევი - 15.266, სამგორი - 14.657, ისანი-ვაზისუბანი - 10.871, გლდანი-სანზონა-თემქა - 10.341, დიღომი-დიდუბე - 5.148, მთაწმინდა-კრწანისი - 7.573, საბურთალო - 3.627, ნუცუბიძე - 1.151, ვაკე-წყნეთი - 499.
არ გარისCO CO (ცეო) კლავს!" - აღნიშნულია „ყაზტრანსგაზ-თბილისის" ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები






