„ქართული ლუდის კომპანიის“ მოწვევით, საქართველოს ჰოლივუდის ვარსკვლავი, ცნობილი შვედი მსახიობი, დოლფ ლუნდგრენი ეწვია
საზოგადოება - 15:27, 01 Feb, 2019     15398
ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის“ მოწვევით, საქართველოს ჰოლივუდის ვარსკვლავი, ცნობილი შვედი მსახიობი, დოლფ ლუნდგრენი ეწვია. ქართველი მაყურებელისთვის დოლფ ლუნდგრენი ყველაზე მეტად მოკრივე ივან დრაგოს როლის („როკი IV“) შესრულებით არის ცნობილი.

დოლფ ლუნდგრენი ვიკინგების სამეფო ლუდის, „რაგნარის“ ,სარეკლამო რგოლში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის“ პორტფელიოში საპატიო ადგილს იკავებს.

შვედი მსახიობის ვიზიტი საქართველოში სულ ოთხ დღეს გასტანს . საქმიანი ვიზიტის პარალელურად დოლფ ლუნდგრენი ქვეყნის ტურისტულ პოტენციალსაც გაეცნობა.

„დოლფ ლუნდგრენი ჩვენი კომპანიის სარეკლამო საკომუნიკაციო გეგმაში მონაწილეობს. ეს მსახიობის პირველი ვიზიტია საქართველოში. როდესაც მან ჩვენი სამეფო ლუდი „რაგნარი“ პირველად დააგემოვნა განაცხადა, რომ ის „იდეალურზე უკეთესია“-, ამბობს ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი შალვა ჩოჩელი.

მსახიობი უკვე იმყოფებოდა ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის“ საწარმოში, სადაც მას შესაძლებლობა ჰქონდა კომპანიაში მიმდინარე წარმოების პროცესს ადგილზე გაცნობოდა.

ს.ს „ქართული ლუდის კომპანიამ“ ლუდი „რაგნარის“ სარეკლამო რგოლის გადაღება კომპანია „იდეა ფიქსს“ მიანდო . კომპანიას მასთან მუშაობის ხანგძლივი გამოცდილება აქვს.

რეკლამას ფართო საზოგადოება ივნისის ბოლომდე იხილავს. ს.ს „ქართული ლუდის კომპანიაში“ იმედოვნებენ, რომ „რაგნარისა“ და დოლფ ლუნდგრენის ერთობლივი პროექტი წარმატებული აღმოჩნდება.

როგორც ცნობილია "რაგნარი“ ქართულ ბაზარზე დასამკვიდრებლად თავისი ლეგენდარული გემით 2018 წლის მარტში გამოჩნდა. ლუდი თავისი გემოვნური თვისებებით ნამდვილ ვიკინგურ ხასიათს ატარებს.

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი პრეცენდენტი, როდესაც ქართული პროდუქციის რეკლამირებაში ჰოლივუდის მსახიობი იღებს მონაწილეობას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42