სამედიცინო უნივერსიტეტი ხვალ 13:00 საათზე ბედნიერების საერთაშორისო აკადემიის და ბედნიერების მონუმენტის საზეიმო გახსნის ცერემონიალზე გიწვევთ
საზოგადოება - 13:05, 31 Jan, 2019     1081

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი გიწვევთ ბედნიერების საერთაშორისო აკადემიის და ბედნიერების მონუმენტის საზეიმო გახსნის ცერემონიალზე. ბედნიერების საერთაშორისო აკადემია 9 ქვეყნის „ბედნიერ თანამოაზრეთა“ მიერ (52 ხელმომწერი) სიმბოლურად დაფუძნდება და „ბედნიერების“ მონუმენტი აღიმართება 2019 წლის 1 თებერვალს, 13:00 საათზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსთან (თბილისი, ვაჟა–ფშაველას გამზ., 33).

მოქანდაკე - ლევან ვარდოსანიძე ; იდეა - ექიმ არსენ გვენეტაძის

ბედნიერების საერთაშორისო აკადემიის მიზანია, გახადოს ადამიანი უფრო ბედნიერი და ამით გააუმჯობესოს საზოგადოების ცხოვრების ხარისხი.

მონუმენტის შესახებ: სკულპტურული კომპოზიცია „ბედნიერება“ წარმოადგენს ბედნიერების, როგორც ცნების, განზოგადებას, რისთვისაც ქანდაკებაში გამოყენებულია მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის აღმნიშვნელი 5 ოლიმპიური ფერი. სკულპტურის დამაგვირგვინებელ კომპოზიციურ დომინანტს წარმოადგენს კაშკაშა მზის სიმბოლო, როგორც დედამიწაზე სიცოცხლის და ბედნიერების უშრეტი წყარო! „დაბადება“, „აღმასვლა“, „განათლება“ და „წარმატება“ „ბედნიერებაა“ ცალკეული ადამიანისა და მთელი სამყაროსათვის, რამეთუ ყველა ამ ცნების ერთობლიობა ანიჭებს ადამიანს შინაგან თავისუფლებას - ბედნიერებას! სკულპტურა პატივისცემით მიეძღვნა და გადაეცა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს.

„ბედნიერ თანამოაზრეთა“ იდეაა ბედნიერების სკვერისა და მონუმენტის ტირაჟირება–იმპორტირება საკუთარ ქვეყნებში, მათ შორის – საუნივერსიტეტო სივრცეებში. ამისთვის წარმატებული ექიმები, პროფესორები და ბიზნესმენები საგანგებოდ ჩამოდიან ბედნიერების მონუმენტის გახსნის ცერემონიალზე საქართველოში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42