სენატორების განცხადებით, მსხვილი რუსული ბანკებს, "ვითიბის", გაზპრომბანკს" და "ვნეშეკონომბანკს", იმის გამო, რომ მათი მეშვეობით ხდება ბაშარ ასადის მთავრობის დაფინანსება, უნდა აეკრძალოთ ამერიკის შეერთებული შტატების საფინანსო სისტემასთან ფინანსურ-ეკონომიკური ურთიერთობები.
აშშ-ს ფინანსთა მინისტრის ჯეიკობ ლიუსადმი გაგზავნილ წერილს ხელს აწერენ დემოკრატები - რიჩარდ ბლიუმენტალი (კონექტიკუტი) და ჯინ შაჰინი (ნიუ ჰემპშირი), რესპუბლიკელ;ები - ჯონ კორინი (ტეხასი) და კელი აიოტი (ნიუ ჰემპშირი)
"ეს ბანკები სირიასთან ბიზნესს აწარმოებენ, რითაც არღვევენ სირიის წინააღმდეგ აშშ-ს ევროკავშირისა და გაეროს მიერ შემოღებულ სანქციებს. ასეთი ქმედება, როგორც ცნობილია, თავის თავში მოიცავს - "ვნეშეკონომბანკის" მეშვეობით ხდება სარაკეტო სისტემა С-300-ის შესაძენად თანხის გადახდა; "ვითიბი" ბანკში განთავსებულია ბაშარ ასადის აქტივები; ხოლო "გაზპრომბანკის" მეშვეობით ხდება ნავთობის შეძენა," - ნათქვამია სენატორთა წერილში. სენატორები ითხოვენ აღნიშნული ბანკების აქტივების გაყინვას.
მასალის გამოყენების პირობები






