"2018 წლის განმავლობაში 5 თვის ხელფასი მაქვს აღებული. ისიც მიზერული, გამომუშავებით 400-600 ლარი" - აცხადებს ერთ-ერთი ექიმი.
კლინიკის ეზოში ვახტანგ ჭედიაც გამოჩნდა.
მისი თქმით, კლინიკა ჯანდაცვის სამინისტრომ დააჯარიმა. ჭედია ამბობს, რო თანამშრომლებს გაუნახევრდათ დაფინანსება, რის გამოც, ხანდახან ფინანსური პრობლემები ექმნებათ, ხანდახან ხელფასს სრულად ვერ აძლევენ თანამშრომლებს და სამუშაო პირობების მხრივაც ხარვეზებია.
„ჯანდაცვის სამინისტრომ დაფინანსება გაგვინახევრა, ამიტომ ისიც გასაკვირია ხელფასებს როგორ ვიხდით ხოლმე. სულ სხვანაირად ვართ შეთანხმებული სამინისტროსგან და მოდის იმის ნახევარი თანხა, ამ დროს კი, იქმნება გარკვეული პრობლემები კლინიკაში".
ვაზისუბნის კლინიკაში მისული იყო ასევე რაიონის მაჟორიტარი ირაკლი აბუსერიძე.
„ეს კლინიკა არის იმისთვის, რომ ამხელა რაიონს მოემსახუროს, პაციენტებს შეუქმანს კომფორტი, მოემსახუროს მაქსიმალურად. იყო წინა პრობლემები რომელიც დავალაგეთ ჯანდაცვასთან. აქ ვარ მეც, საკრებულოს დეპუტატებიც, გამგეობაც. ახლა აქ იმიტომ ვართ, რომ სიღმისეულად გავყვებით პრობლებს და ეს პრობლემა აღარ ჰქონდეს პოლიკლინიკას. პასუხისმგებელი ვიქნები და მივყვები ბოლომდე ამ საკითხს“,- განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






