"სახსრების და ზურგის გაუსაძლისი ტკივილები მის ცხოვრებას აუტანელს ხდის... რამდენიმე წელია მზის სინათლე არ უნახავს" - 76 წლის ქალს საზოგადოების დახმარება სჭირდება
საზოგადოება - 11:31, 29 Jan, 2019     1311

76 წლის გულიკო გოცაძე საწოლს არის მიჯაჭვული. მას ხერხემლის გამრუდება აქვს და ნევროზით არის დაავადებული, ხოლო რევმატიზმის გართულებული ფორმა არ აძლევს ლოგინიდან წამოდგომის საშუალებას, თუნდაც რამდენიმე წუთით. სახსრების და ზურგის გაუსაძლისი ტკივილები მის ცხოვრებას აუტანელს ხდის.

უკვე რამდენიმე წელია, რაც გულიკო გოცაძეს დღის სინათლე არ უნახავს, არ გასულა სუფთა ჰაერზე და ნალოლიავები ეზოსთვის თვალი არ შეუვლია. მთელი დღე წევს საწოლში და ობიან კედლებს მისჩერებია. მას არც ტელევიზორი აქვს, რომ ცოტათი მაინც გული გადააყოლოს...

ეს ხანდაზმული ქალი საკუთარ სახლში ავადმყოფობამ დაატყვევა. ბებიას შვილიშვილი უვლის, ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც მასზე გადაყოლილია. იგი ბებიას წამალს დაალევინებს, ჭიქა წყალს მიაწოდებს და დაანაყრებს კიდევაც, თუმცა მატერიალური სიდუხჭირე არ იძლევა მოხუცის ნორმალური მოვლის საშუალებას. სამწუხაროდ, მათ ხშირად უწევთ მწირი სადილით დაკმაყოფილება, რადგან მიზერული პენსია და სოციალური შემწეობის (280 ლარი თვეში) დიდი ნაწილი მედიკამენტებზე მიდის და პროდუქტების საყიდელი თანხა არ რჩება. გულიკოს მეუღლე 2005 წელს გარდაიცვალა. ჩვენ გავესაუბრეთ გულიკო გოცაძის შვილიშვილს:

-ლევან, როგორ ცხოვრობთ ასეთ პირობებში?

ლევანი: ბებიას თვეში 50 პამპერსი სჭირდება, კიდევ აუარებელი წამალია საჭირო. დედაჩემი დღეს და ღამეს მუშაობაში ასწორებს და მთელი ხელფასი სწორედ ასეთ საჭიროებებზე იხარჯება. პროდუქტებს მეზობელ ჯიხურში სესხით ვყიდულობთ, მისი მეპატრონე კეთილი ადამიანია და ასეთ დათმობაზე წამოვიდა.

-თავად რაზე ოცნებობ?

-ბევრ რამეზე, მაგრამ ახლა ჩემი მთავარი სადარდებელი არის ბებოს ჯანმრთელობა. გული მტკივა, როდესაც ვუყურებ თუ როგორ წვალობს ტკივილისგან და ვერაფრით ვშველი...

გულიკო გოცაძის ოჯახი უზომოდ მადლიერი იქნება თქვენი თუ გაუწევთ მწოლიარე ხანდაზმულ ქალბატონს დახმარებას მედიკამენტების, პამპერსების, საკვები პროდუქტების, ტელევიზორის, ორთოპედიული მატრასის სახით!

მეგობრებო, თუ თქვენ გაქვთ სურვილი და საშუალება, თანხა გულიკო გოცაძის დასახმარებლად შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: გულიკო გოცაძე) ან გადარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან: chernovetskyifund.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42