"როცა ქულები შვილებზე ძვირფასია…"
საზოგადოება - 18:05, 28 Jan, 2019     1812
…მთელი შაბათ-კვირა მეცადინეობდა. იმდენი საქმე მქონდა, არაფერზე დავიხმარე, არც მაღაზიაში გავაგზავნე, ოღონდ იმეცადინე და იმ ქალის სახვეწარს ნუ გამიხდი-მეთქი, ვთხოვე. წუხელიც, ძილის წინ ჩავიბარე, თითქოს კარგად იცის, კითხვებზეც მიპასუხა, წინა მასალაც გამოვკითხე. რა ვიცი, რა ჯანდაბა უნდათ, რას ითხოვენ ეს მასწავლებლები, თვითონაც არ იციან. დილით დავაფიცე გაეძახე-მეთქი და ვნახოთ, აბა, დღეს რა იქნება. იმ დღეს გადაირია, ისტერიკები დაემართა, დამანებეთ თავი, არ მინდა ათოსნობა, რას გადამეკიდეთო. არც ნოუთბუკი მინდა, ხომ მაქვს უკვეო. ჯერ უტვინოა და ვერ ხვდება, ნოუთბუკზე არაა, მერე დაწყდება გული, სხვები რომ დაიკიდებენ იმ ოქროს მედლებს… მამამისი გაგიჟებულია, თუ მივეჭერი, დიდიან პატარიანად თავზე დავახურებ იმ სკოლას, ბავშვს ნუ ანერვიულებენო – შესჩიოდა შვილის თანაკლასელის დედას მარიამის დედა.

აღარ შემიძლია, დღესაც მოვიდა მარიამის მშობელი პრეტენზიით, ყველაფერი იცოდა, მე ჩავიბარე და რატომ მიიღო 8 ქულაო. არადა, ობიექტურად რომ დამეწერა, 7 ეკუთვნოდა, რომ ვიცი მაგათი ამბიციები, ცოტა მოვუმატე, თან მართლა მომწონს, კარგი გოგონაა და იქნებ აქაჩოს. დროა საჭირო, გრამატიკა უჭირს… ამბობს, წინა სკოლაში ყურადღებას არ ამახვილებდა მასწავლებელიო. ტექსტის მხატვრული გააზრებაც ხან გამოსდის, ხან არა, არც ოლიმპიადებზე გადის, არც სხვა აქტივობებში მონაწილებს და რა 10 კაცო, გადამრევს ეს ხალხი.

ნეტავ, ამ შეფასების სისტემას მოაშორებდნენ, ტვინი მეღრძობა ხოლმე თითოეული ქულის დაწერისას, მე ვერ გამირკვევია წესიერად, რატომ ვწერ 7 ქულას და არა 8-ს ან რა სხვაობაა 5-სა და 6-ს შორის, მიდი და მშობელს გააგებინე – გულს იოხებდა კოლეგასთან მარიამის მასწავლებელი…

გეფიცები სწავლა შემაზიზღეს. არ ვიცი რამ გადარიათ ჩემები ამ მაღალ ქულებზე. ცალკე ბებიაჩემი რეკავს სოფლიდან, აქ ყველამ იცის, შვილო, ათოსანი რომ ხარ და არ შემარცხვინოო. მამაჩემმა ძმაკაცებს უთხრა, ამ სერტიფიკატებს, ორ წელში, ოქროს მედალი დაამშვენებსო. დედას გეფიცები, ასე მგონია, ჩემ მაგივრად ცხოვრობენ, არავინ მეკითხება მე რა მინდა, რატომ მინდა… ადრე ვიღებდი ამ მაღალ ქულებს, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ ისე კარგად აღარ ვსწავლობ, ვაღიარებ, რომ ინტერნეტშიც მეტ დროს ვატარებ, ფილმებსაც უფრო დიდხანს ვუყურებ და ვეღარ „ვუმუღამებ“ მეცადინეობას რა. ზოგჯერ ვკითხულობ და თავში არაფერი შედის, ხან თავბრუ მეხვევა და მთელი დღე თავი მტკივა, დედაჩემს უთხრა ექიმმა, გარდატეხის ასაკი რთულად მიდისო და წამლებიც გამომიწერა, მაგრამ მაინც ვერ შეიგნეს , რომ თავი დამანებონ. მეწეროს საშუალო ქულა ვერ ვქაჩავ ამ 10-ზე და რა ვქნა? ერთით ნაკლები ოქროს მედალოსანი ჰყავდეს ქვეყანას, რა დაშავდება? ისედაც იმდენი იყო შარშან, თვეების განმავლობაში არიგებდნენ მედლებს – სიცილით დაასრულა მტკივნეულ თემაზე საუბარი მარიამმა მეგობართან.

თამუნა ლომიტაშვილი, განათლების მეცნიერებების მაგისტრი, თბილისის #192 საჯარო სკოლის უფროსი მასწავლებელი ქართულ ენაში

წყარო: Edu.Aris.Ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42