სიმღერა "თბილისოს" ბრიტანული ასლი - რევაზ ლაღიძის ოჯახი სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებს
საზოგადოება - 16:25, 28 Jan, 2019     1992
რევაზ ლაღიძის ოჯახი ლეგენდარულ კომპოზიცია „თბილისოს“ ავტორობასთან დაკავშირებით სამართლებრივ ბრძოლას იწყებს. ამის შესახებ განცხადება ოჯახის ადვოკატმა გააკეთა. ადვოკატის თქმით, ეჭვქვეშ არ დგას საკითხი, თუ ვინ დაწერა სიმღერა და აპირებს სამართლებრივი დავა დაიწყოს Warner Music-თან, რომელსაც კომპოზიტორ ჯერი სკოტის საავტორო უფლება ეკუთვნის.


„რევაზ ლაღიძის „თბილისო“ შეიქმნა 1958 წელს, თბილისის 1500 წლის იუბილეზე, რომელიც არის უტყუარი ფაქტი, უტყუარი გარემოება და ეს სადავო არ არის. მეორე მნიშვნელოვანი გარემოება არის, რომ თვითონ ეს ჯერი სკოტის ჩანაწერი, რომელიც საზოგადოებამ მოისმინა, არის დათარიღებული 1962 წლით. ანუ ამ ორ გამოცემას შორის არის 4 წელი განსხვავება, რაც მნიშვნელოვანი ვადაა და ცალსახად შეიძლება დავადგინოთ, რომ რევაზ ლაღიძის „თბილისო“ არის ორიგინალური ნაწარმოები, ხოლო ჯერი სკოტის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერი არის მის შემდეგ გამოქვეყნებული გადამუშავებული ვერსია.“ - განაცხადა ზურაბ ბეჟაშვილმა.

რევაზ ლაღიძის უკვდავი სიმღერის „თბილისოს“ პრემიერა 1958 წელს შედგა და მას შემდეგ ჰიტად ქცეული კომპოზიცია არაერთი შემსრულებლის რეპერტუარში მოხვდა. 1961 წელს საბჭოთა კავშირს ბრიტანელი ჯაზმომღერალი ჯერი სკოტი სტუმრობდა, რომელმაც 1962 წელს ახალი ფირფიტა გამოუშვა, რომელშიც ის „თბილისოს“ მელოდიაზე სიმღერას ასრულებს, ფირფიტაზე სიმღერის ავტორებად კი თავად ჯერი სკოტი, იგო ფიშერი და ვინმე ასქვისი არიან მითითებული, რევაზ ლაღიძე კი არსადაა ნახსენები. ამის შესახებ popmusic.ge წერს.

„თუ ჯაზის ისტორიის უბადლო მცოდნე არ ხართ, 1923 წელს ინდოეთში დაბადებული ბრიტანელი შემსრულებლის, ჯერი სკოტის შესახებ ალბათ არც კი გსმენიათ. ჩვენც სრულიად შემთხვევით გადავაწყდით მის ერთ-ერთ ჩანაწერს სახელწოდებით Stay With Me და წარმოიდგინეთ ჩვენი გაოცება, როდესაც სიმღერის მელოდიაში მშობლიური "თბილისოს" ჰანგები ამოვიცანით, ინგლისურენოვან ტექსტში კი ჭაღარა მთაწმინდისა და ნარიყალას ნანგრევების კვალიც ვერ აღმოვაჩინეთ. არტისტი მზისა და ვარდების მხარის ნაცვლად, საყვარელ მამაკაცს უმღერის.

კიდევ უფრო უცნაურად მოგვეჩვენა ის გარემოება, რომ 1962 წელს გამოშვებულ ფირფიტაზე სიმღერის ავტორებად თავად ჯერი სკოტი, იგო ფიშერი და ვინმე ასქვისი არიან მითითებული, რევაზ ლაღიძე კი არსადაა ნახსენები.“- წერია popmusic.ge-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

სტატია სრულად იხილეთ ბმულზე "თბილისო", ჯერი სკოტის STAY WITH ME და რევაზ ლაღიძის საავტორო უფლებები





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42