"მფლობელის მიერ "ბილაინის" გაყიდვა არ ნიშნავს, რომ ის ბაზარზე არ იარსებებს, მესამე კომპანია არ გაქრება" - კახა ბექაური
საზოგადოება - 11:20, 28 Jan, 2019     556

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, კახა ბექაური აღნიშნავს, რომ მის მიერ კომპანია "ბილაინთან" დაკავშირებით გაკეთებული განცხადების არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა. მისი თქმით, კომპანიის გაყიდვა, ანუ ერთი მფლობელიდან მეორე მფლობელის ხელში გადასვლა, არ ნიშნავს, რომ კომპანია ბაზარს ტოვებს.

"მფლობელის მიერ "ბილაინის" გაყიდვა არ ნიშნავს, რომ ის ბაზარზე არ იარსებებს. ასე, რომ არავითარი მესამე კომპანიის გაქრობა არ იგეგმება ბაზრიდან და მე ეს პირველივე კომენტარში განვაცხადე, თუმცა მაინც მოხდა ამ კომენტარის ინტერპრეტაცია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სამი კომპანია დღევანდელ საკომუნიკაციო ბაზარზე იმისთვის, რომ საცალო კონკურენცია იყოს, საკმარისია. დღევანდელი გადასახედიდან და ბაზრის მოცულობიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ოთხი მოთამაშე ბევრია და ოთხ მოთამაშეზე გადანაწილებულმა ბაზარმა შესაძლოა პრობლემები შექმნას: შემცირდება შემოსავლები, შემცირდება მოგება, შემცირდება ინვესტიციებიც სამომავლო განვითარებაში იმიტომ, რომ ეს სფერო ტექნოლოგიური სფეროა და ძალიან სწრაფად ითხოვს მოდერნიზებას", - განაცხადა კახა ბექაურმა.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის თქმით, შემოსავლების დაახლოებით 15% მიდის კაპიტალურ დაბანდებაში, რაც ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია სფეროებში. ბექაურის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ კომპანიები სხვა შემოსავლებითაც იყვნენ უზრუნველყოფილი და ამ კონტექსტში აღნიშნა, რომ უნდა დაინერგოს მობილური გადახდები, რასაც მისი განმარტებით, ასოცირების ხელშეკრულებაც გვავალდებულებს.

"ეს არის პატარა, ყოველდღიური გადახდები, კერძოდ, გვინდა აღიჭურვოს სატელეკომუნიკაციო კომპანიები უფლებით, რომ მათ ყოველდღიურად არა უმეტეს „50 ევროსი", ხოლო თვიურად არა უმეტეს „300 ევროთი", მომხმარებელმა შეძლოს ონლაინ შესყიდვების განხორციელება, ისეთების მაგალითად, როგორიც არის კინოს ბილეთები, მატარებლის ბილეთები, და ა.შ. ეს არა მხოლოდ ტელესაკომუნიკაციო კომპანიებისთვის არის მოსახერხებელი, არამედ ავითარებს ელექტრონულ კომერციასაც", - განაცხადა ბექაურმა და დასძინა, რომ ეს ვალდებულება ქვეყანას ასოცირების შელშეკრულების ფარგლებში განესაზღვრა. მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი ეროვნული ბანკის ზედამხედველობის სფეროა და კომუნიკაციების ეროვნული კომისია ამ მიმართულებით მათთან თანამშრომლობას აპირებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42