ღონისძიებას გახსნის თამარ ქალდანი - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი. მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ მუნხტუია ალთანგერელი - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილე, და კატალინ გერმანი - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე.
ღონისძიების მხარდამჭერია ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), მათი უფრო ფართომასშტაბიანი საერთო პროგრამის ფარგლებში „ადამიანის უფლებები ყველასათვის". შეხვედრას დაესწრებიან საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები.
28 იანვარი მონაცემთა დაცვის საერთაშირისო დღეა, რომელიც ევროპის საბჭომ 2006 წელს შემოიღო. საქართველო მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეს მეექვსედ აღნიშნავს.
მასალის გამოყენების პირობები






