ევროპა მოწყვლადია კრემლის მხრიდან უფრო თამამი ჩარევების წინაშე, ერთიანი ევროპის იდეა საფრთხეშია - ევროპელი ინტელექტუალების გაფრთხილება ევროპარლამენტის არჩევნების წინ
მსოფლიო - 20:10, 27 Jan, 2019     2860

"ევროპის იდეა საფრთხეშია" - ასე იწყება ღია წერილი, რომელსაც ევროპული საზოგადოებისა და კულტურის 30 თვალსაჩინო წარმომადგენელი აწერს ხელს და ევროპის მოსახლეობას პოპულისტების გავლენისგან თავის დაღწევას ურჩევს.

მილან კუნდერა, სალმან რუშდი, ორჰან ფამუკი, მარიო ვარგას ლიოსა და ევროპული კულტურისა და საზოგადოების კიდევ 26 თვალსაჩინო წარმომადგენელი აწერს ხელს ამ ღია წერილს, რომელშიც, მაისში დაგეგმილი ევროპარლამენტის არჩევნების წინ, ევროკავშირის მოსახლეობას დაკვირვებული არჩევანის გაკეთებას ურჩევს.

ყოველი მხრიდან ისმის ყვირილი - "გვეყოფა ევროპის შენება!", "აღვადგინოთ კავშირი შვენს ეროვნულ სულთან", "დავუბრუნმდეთ ეროვნულ იდენტობას!" ეს გახლავთ პოპულიტსების მთავარი დღის წესრიგი, რომელმაც მთელი ევროპა მოიცვა. დარწმუნებული იყავით, რომ "სული", "იდენტობა" და სხვა მსგავსი ფრაზები მხოლოდ დემაგოგიის იარაღია, - აცხადებენ წერილის ავტორები.

წერილის ავტორების თქმით, თუ არ მოხდა შესაბამისი ზომების მიღება და ევროპის მოსახლეობამ დაუფიქრებელი არჩევანი გააკეთა, უახლოეს მომავალში, ფაშიზმზე გამარჯვების შემდეგ, ევროპას ცივილიზაციის შენარჩუნებისთვის ახალ ბრძოლაში ჩართვა მოუწევს.

ევროპის კულტურის მოღვაწენი ფაქტიურად მიანიშნებენ, რომ ეს პოპულისტები და დემაგოგები ძირითადად კრემლიდან ფინანსდებიან და იმართებიან, რომლისთვისაც ევროკავშირის დაშლა სანუკვარ მიზანს წარმოადგენს.

"ევროპის იდეას თავს ეხსმიან წრუ წინასწარმეტყველები, რომლებიც ოცნებობენ ყურადღების ცენტრში მოხვედრას. ევროპა მოწყვლადია კრემლის მხრიდან უფრო თამამი ჩარევების წინაშე, ევროპის იდეა ჩვენს თვალწინ იშლება“, - წერენ ინტელექტუალები.

"თუ არ გაჩნდება წინააღმდეგობის ახალი სული, ეს არჩევნები იქნება ყველაზე საშინელი, რაც ჩვენ ვიცით, მასში მავნებლები გაიმარჯვებენ. მათთვის ვისაც კიდევ სწამს ერაზმის, დანტეს, გოეთეს, კომენსკის იდეების, ეს სამარცხვინო დამარცხებად შეიძლება გადაიქცეს. გაიმარჯვებს ინტელექტისა და კულტურისადმი ზიზღის პოლიტიკა. იქნება ქსენოფობიისა და ანტისემიტიზმის აფეთქება," - წერენ ინტელექტუალები.

წერილს ხელს ქვემოთ მოყვანილი პირები აწერენ:

Copyright: Libération/Bernard-Henri Lévy.

signatories: Milan Kundera, Salman Rushdie, Elfriede Jelinek and Orhan Pamuk are novelists. Bernard-Henri Lévy is a philosopher

others: Vassilis Alexakis (Athens), Svetlana Alexievich (Minsk), Anne Applebaum (Warsaw), Jens Christian Grøndahl (Copenhagen), David Grossman (Jerusalem), Ágnes Heller (Budapest), Ismaïl Kadaré (Tirana), György Konrád (Debrecen), António Lobo Antunes (Lisbon), Claudio Magris (Trieste), Ian McEwan (London), Adam Michnik (Warsaw), Herta Müller (Berlin), Ludmila Oulitskaïa (Moscow), Rob Riemen (Amsterdam), Fernando Savater (San Sebastián), Roberto Saviano (Naples), Eugenio Scalfari (Rome), Simon Schama (London), Peter Schneider (Berlin), Abdulah Sidran (Sarajevo), Leïla Slimani (Paris), Colm Tóibín (Dublin), Mario Vargas Llosa (Madrid), Adam Zagajewski (Cracow)





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42