ისნის რაიონში, წულუკიძის ქუჩაზე ახალი სკვერი და ბავშვთა გასართობი მოედანი მოეწყო
საზოგადოება - 13:07, 27 Jan, 2019     1119

ისნის რაიონში, ვაზისუბნის ტერიტორიაზე, წულუკიძის ქუჩა N26 კორპუსთან და ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის მიმდებარედ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი და ბავშვთა გასართობი მოედანი მოეწყო.

საცხოვრებელი გარემოს გაჯანსაღების მიზნით, 1000 კვ.მ. მეტრ ფართობზე, კეთილმოწყობის სამუშაოები ჩატარდა. პროექტის ფარგლებში, სკვერში საბაღე სკამები დაიდგა, დასასვენებელი სივრცეები დეკორატიული საჩრდილობლებით გადაიხურა. ასევე, გარე განათების სისტემა მოეწყო, საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა, საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდა და სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეები დაირგო. სკვერისა და ბავშვთა გასართობი მოედნის ტერიტორია ლითონის ღობით შემოისაზღვრა.

დასრულებულ სამუშაოებს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, ვაზისუბნის მაჟორიტარ დეპუტატებთან ირაკლი აბუსერიძესთან და ლევან დავითაშვილთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

„წულუკიძის ქუჩის მოსახლეობისთვისსაკმაოდ დიდი რეკრეაციული სივრცე მოვაწყვეთ. აქ გართობისა და დასვენებისთვის ყველა პირობაა შექმნილი. პროექტი ადგილობრივებთან ერთად, მათი ჩართულობით განვახორციელეთ. გარდა ამისა, ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ რაიონში არსებული მდგომარეობა და მიმდინარე წლის ბიუჯეტის ფარგლებში არა ერთი მნიშვნელოვანი პროექტი დავგეგმეთ, რომელთა ნაწილის განხორციელება უკვე დაწყებულია“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

წულუკიძის ქუჩა N26 კორპუსის მიმდებარედ სკვერის მოწყობის პროექტი ისნის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 94 000 ლარით დაფინანსდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42