წითელას ეპიდაფეთქება საქართველოში - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადბით, ამ ეტაპზე 716 შემთხვევაა დაფიქსირებული და სტატისტიკა მზარდია.
გამყრელიძის განცხადებით, ორსულების აცრა წითელას საწინააღმდეგო ვაქცინით კატეგორიულად აკრძალულია:
„ძალიან კარგია, რომ ერთი კვირის განმავლობაში 22 000 ადამიანი აიცრა დამატებით. თუ ჩვენ ამ ტემპით გავაგრძელებთ ვაქცინაციას, მალე შევაკავებთ წითელას ეპიდაფეთქებას ქვეყანაში. იმის გამო, რომ გრიპის საწინააღმდეგო აცრები მიმდინარეობს და ყველაზე მაღალი რისკჯგუფია ორსულები, ჩვენ რეკომენდაციას გავცემთ, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით ორსულები აიცრან და გუშინდელი მონაცემებით უკვე 100-მა ორსულმა მიმართა გრიპის საწინააღმდეგო აცრებისთვის პოლიკლინიკებს. მაგრამ ხაზს ვუსვამ, კატეგორიულად არ შეიძლება წითელას საწინააღმდეგო ვაქცინით ორსულების აცრა. ქალბატონები, ვინც აპირებენ დაფეხმძიმებას, სასურველია, თუ არ არიან აცრილი, გაიკეთონ წითელას საწინააღმდეგო აცრა ორსულობის დადგომამდე სამი თვით ადრე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






