სამინისტროს ეს განცხადება აშშ-ის მიმართ მორიგი ბრალდების სახეს ატარებს. მასში საუბარია, რომ რუსეთის მოქალაქეები აშშ-ის სამართალდამცავთა მხრიდან დევნის ობიექტი არიან. რუსეთის საგარეო უწება ამერიკულ მხარეს პირდაპირ ადანაშაულებს, რომ ისინი არ მიმართავენ რუსეთის შესაბამის წარმომადგენლობებს, არამედ აკავებენ რუსებს მთელ მსოფლიოში. მათი განცხადებით, 2008 წლიდან ასეთი 46 შემთხვევაა დაფიქსირებული.
"კიდევ ერთხელ მოგმართავთ საზღვარგარეთ გამგზავრების მსურველ თანამოქალაქეებს, სიფრთხილე გამოიჩინოთ, რადგან არსებობს საფრთხე, რომ თქვენ აღმოჩნდეთ ამერიკელი სამართალდამცავებისა და სპეცსამსახურების მხრიდან დევნის ობიექტი, როგორც თავად აშშ-ში, ასევე იმ ქვეყებში სადაც გაგზავნილია მსგავსი მოთხოვნები," - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში რუსეთის საგარეო უწყებას მოჰყავს მაგალითი იმ პირების დაკავების შესახებ, რომელიც აშკარად იყვნენ შემჩნეული საერთაშორისო მასშტაბის კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში და ამერიკელებმა მათი დაკავებისთვის სპეცოპერაციები ჩაატარეს მალდივის კუნძულებზე (რომან სელეზნიოვი - კიბერდანაშაულისათვის 14 წლიან სასჯელს იხდის აშშ-ში) და ლიბერიაში (კონსტანტინე იაროშენკო - მფრინავი, რომელიც კოკაინის დიდი პარტიის ტრანსპორტირების მომზადებისთვის 20 წლიან სასჯელს იხდის). განცხადებაში კიდევ არაერთი თითიდან გამოწოვილი ბრალდებაა წამოყენებული.
"ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაბეჟითებით გიწევთ რეკომენდაციას, რომ როდესაც საზღვარგარეთ გამგზავრების დაგეგმვას დაიწყებთ, სერიოზულად აწონ-დაწონოთ ყველა რისკი, განსაკუთრებით თუ არსებობს რაიმე სახის მოსაზრება ან ეჭვი, რომ აშშ-ის სამართალდამცავ ორგანოებს გარკვეული ინტერესი აქვთ თქვენს მიმართ. ეს ეხება პირველ რიგში აშშ-ში და ასევე იმ ქვეყნებში გამგზავრებას, რომელტანაც არსებობს დამნაშავის გადაცების შესახებ შეთანხმება," - წერს რუსეთის საგარეო უწყება.
მასალის გამოყენების პირობები






