სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის საკითხი ვაკის პარკში - თბილისის მერი დღეს სასტუმროს მფლობელს გიორგი ზაქაიძეს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ შეთანხმება მიღწეულია და ვაკის პარკში სასტუმრო აღარ აშენდება.
გიორგი ზაქაიძის თქმით, შეთახნმდნენ ადგილმონაცვლეობაზე და მოლაპარაკებები არნიშნულ საკითხზე დასრულდა. ზაქაიძის თმით, მერია შემხვედრ წინადადებებზე წავიდა და დაპირისპირებაც ამოიწურა:
„მოხარული ვარ, რომ მოლაპარაკებები დასრულდა. ჩვენთვისაც რთული იყო ექვსი წელი ამ პროცესებში ყოფნა. მერია წამოვიდა შემხვედრ წინადადებაზე, რისთვისაც მინდა, მადლობა გადავუხადო, რომ დაძაბულობა და დაპირისპირებაც მოგვაშორა. მოვილაპარაკეთ, რომ კონკრეტულ ობიექტებზე, კონკრეტულ მიწის ნაკვეთებზე შევთანხმდებით. არის რაღაც ჩამონათვალი და ჩვენმა კომპანიამაც მიიღო გადაწყვეტილება, დავთანხმდეთ ადგილმონაცვლეობას ან გამოსყიდვას. გვაქვს ალტერნატივა, ავირჩიოთ შემოთავაზებულიდან, რაც ჩვენთვის მისაღებია და რამდენიმე დღეში დავასრულებთ ამ პროცესს. შემოთავაზებული წინადადებები ადეკვატურია გვაკმაყოფილებს“, – განაცხადა გიგა ზაქაიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






