კაპიტან დევიდ ბარკერის თქმით, ეს გადაწყვეტილება მძიმე და ოჯახის წევრებისთვის მიუღებელია, თუმცა ფეხბურთელის პოვნის შანსი ნულის ტოლია.
მისი თქმით, თვითმფრინავის ბოლო კოორდინატების გათვალისწინებით, მიმდებარე დიდი არეალი შეამოწმეს, თუმცა ვერაფერი იპოვეს. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ბოლოს თვითმფრინავი, ჰარდის ღრმულის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა. ეს არის წყალქვეშა ღრმა ხეობასთან, რომელსაც რადიოაქტიური ნივთიერებების ნაგავსაყრელად იყენებენ.
21 იანვარს, ემილიანო სალა ნანტიდან კარდიფში კლუბში მისი დებიუტისათვის მიფრინავდა. ის საფეხბურთო კლუბ Nantes-ში თამაშობდა და უელსურმა კლუბმა „კარდიფ სიტიმ“ გასულ კვირას 17 მილიონ ევროდ შეიძინა.
ასევე ინტერნეტში გავრცელდა აუდოშეტყობინებაც, რომელიც ფეხბურთელმა მეგობრებს მანამდე გაუგზავნა Whatsapp-ით , ვიდრე კერძო თვითმფრინავი ლა-მანშის ზემოთ რადარებიდან გაქრებოდა. შეტყობინებაში სალა თვითმფრინავის ცუდ მდგომრეობაზე საუბრობს.
"როგორ ხართ ძმებო? მართლა ძალიან დაღლილი ვარ. ნანტში ვიყავი და იმდენი საქმე მაქვს, სულ საქმე, საქმემ საქმე და ეს არასოდეს მთავრდება“ - ამბობს ნანტე ერთ-ერთ მესიჯში.
«ახლა თვითმფრინავში ვარ და ისეთი გრძნობა მაქვს, რომ დაიშლება. კარდიფში მივფრინავ, საგიჟეთია. ხვალ ახალ კლუბში უნდა ვივარჯიშო ბიჭებო, ახალ კლუბში ვარ" - ეს მეორე შეტყობინებაა.
„ბიჭებო, ყველანი კარგად ხართ? თუკი ჩემგან უახლოეს საათ-ნახევარში ინფორმაციას ვერ მიიღებთ, მგონი სამაშველო გუნდი დაგვჭირდება. არ ვიცი, ვინმეს გამოგზავნიან თუ არა, მაინც ვერ გვიპოვიან. უკვე მეშინია“ - ეს კი მისი უკანასკნელი შეტყობინება აღმოჩნდა.
მასალის გამოყენების პირობები






