"4 წლის გოგოს დედა წლების წინ სხვა ბავშვზეც ძალადობდა" - ბავშვთა უფლებადამცველი ორგანიზაცია
საზოგადოება - 19:09, 24 Jan, 2019     1254
ბავშვთა და ახალგაზრდობის კოალიციის განცხადებით, მათთვის სარწმუნო წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ 4 წლის ბავშვის დედა წლების წინ სხვა არასრულწლოვანზეც ძალადობდა და ამის შესახებ ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს ქონდა.


„ბავშვთა და ახალგაზრდობის კოალიცია გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას ბავშვთა დაცვის სისტემის რღვევასა და შედეგად, ბოლო პერიოდში ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე და აფიქსირებს პოზიციას ქვეყანაში სისტემურ პრობლემასთან დაკავშირებით.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 22 იანვარს 4 წლის ბავშვი, სავარაუდოდ ოჯახში ძალადობის შედეგად გარდაიცვალა. აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების შეფასებით ამგვარი ტრაგედიის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ბავშვთა დაცვის სისტემის გაუმართაობაა, რაც უმკაცრესად უნდა იყოს შეფასებული საზოგადოების და საგამოძიებო ორგანიზაციების მხრიდან.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 4 წლის ნინო, 2019 წლის 6 იანვარს, ძალადობით მიყენებული ფიზიკური დაზიანებებით, გადაყვანილი იყო საავადმყოფოში. დედის მიმართ სამართალდამცავების მხრიდან გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც კონტაქტი აეკრძალა მშობელს ბავშვთან. მიუხედავად ამისა, ბავშვი სიკვდილამდე კვლავ ცხოვრობდა დედასთან. მეზობლების გადმოცემით, ბავშვის მიმართ ძალადობის გამო გამოწვეული ტირილი თვეების განმავლობაში, მათი მხრიდან, პატრულის და სოციალური სამსახურის გამოძახების მიზეზი ხდებოდა. ბავშვს სხეულზე აღენიშნებოდა ძალადობის ხილული კვალი. ამავდროულად, სარწმუნო წყაროებიდან ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ წლების წინ, დედის მხრიდან არაერთი ძალადობის ფაქტი მომხდარა სხვა არასრულწლოვანზე, რაზეც სრულად იყო ინფორმირებული სოციალური მომსახურების სააგენტო. მიუხედავად ამისა, 23 იანვარს ჯანდაცვის სამინისტრომ საზოგადოებას მიაწოდა არასწორი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოჯახში იყო კეთილსაიმედო გარემო და მათ მხოლოდ 2019 წლის 6 იანვარს შეიტყვეს ბავშვზე ძალადობის შესახებ. ჩვენი შეფასებით, საზოგადოებას განზრახ არ მიეწოდება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი და სრული ინფორმაცია, რაც მაღალი ინტერესიდან გამომდინარე უნდა იყოს საჯარო და დაექვემდებაროს საზოგადოებრივ კრიტიკას.

უკვე რამდენიმე წელია, ბავშვთა დაცვის სისტემა ქვეყანაში სრულყოფილად ვერ ემსახურება ბავშვების დაცვის ჭეშმარიტ ინტერესს. მიუხედავად ძალადობის შესახებ შეტყობინებების მატებისა, სისტემა ხშირ შემთხვევაში ვერ იცავს ეფექტურად ბავშვებს და თავისი უმოქმედობით ხდება ძალადობის ხელშემწყობი. ძალადობის შეტყობინებების უმრავლესობა კი ფაქტიურად მხოლოდ სტატისტიკად რჩება. პრობლემა მდგომარეობს სხვადასხვა დონის გადაწყვეტილების მიმღები პირების არაკომპეტენტურობაში, რაც თავისთავად წარმოშობს ადამიანური და ფინანსური რესურსების კრიტიკულ დეფიციტს. არ ვითარდება და დახურვის პირასაა ბავშვზე ზრუნვის მომსახურებები. მშობლებს არ მიეწოდებათ პოზიტიური მშობლობის და ბავშვთა უფლებების შესახებ მინიმალური განათლება, ფაქტიურად არ არსებობს ოჯახის მხარდამჭერი და სარეაბილიტაციო მომსახურებები, არ ფუნქციონირებს ბავშვთა დაცვის 24 საათიანი ცხელი ხაზი, საგანმანათლებლო დაწესებულებები, სამართალდამცავები და სოციალური მომსახურების სააგენტო ვერ ახერხებენ თანამშრომლობას ვერც ინდივიდუალურ შემთხვევებზე და ვერც ერთობლივ ინიციატივებზე, ბავშვთა ძალადობის შესახებ სტატისტიკაც კი უწყებების მიხედვით განსხვავებულია, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს ამ სფეროში არსებულ უკუსვლაზე და ბავშვთა დაცვის სისტემის რღვევაზე.

ბავშვთა და ახალგაზრდობის კოალიციას მიაჩნია, რომ 4 წლის ნინოს შემთხვევა, ბავშვების მიმართ ძალადობის და უგულებელყოფის არაეფექტური სახელმწიფო სისტემის გამოვლენაა. შესაბამისად მოვითხოვთ:

- მთავარმა პროკურატურამ, დაუყოვნებლივ დაიწყოს მომხდარის შესწავლა ამ ოჯახის საქმეში ჩართული ყველა პროფესიონალის მხრიდან მოვალეობების შესაძლო შეუსრულებლობის ფაქტზე; ამავდროულად, გამოძიების პროცესში უფლებამოსილება შეუჩერდეს ყველა პირს, რომელიც ჩართული იყო ან/და ინფორმაციას ფლობდა ამ ოჯახში არსებულ მდგომარეობაზე;

- საქართველოს მთავრობამ და საქართველოს პარლამენტმა უმოკლეს ვადაში დაგეგმოს და განხორციელოს რადიკალური რეფორმები ბავშვთა დაცვის სისტემის არსებითი გაუმჯობესებისთვის. შეიქმნას ინტერდისციპლინარული კომისია საზოგადოებრივი და პროფესიული ორგანიზაციების მონაწილეობით რათა მოხდეს პრობლემების რეალისტური იდენტიფიცირება და დაიგეგმოს გადაჭრის გზები.

- დაუყოვნებლივ მიეწოდოს საზოგადოებას ყველა მასალა, რომელიც, როგორც სამართალდამცავი უწყებების მხრიდან, ისე სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან, შეგროვდა წლების განმავლობაში და დაკავშირებულია ამ საქმეში ოჯახის შესწავლასთან და შეფასებასთან.“- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42