დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს ვენესუელაში დემოკრატიულ პროცესებს და მიიჩნევს, რომ რადგან ქვეყანაში არასამართლიანი არჩევნები ჩატარდა, ნიკოლას მადურო არ არის კანონიერი პრეზიდენტი. შესაბამისად, ლონდონი მხარს უჭერს სპარლამენტის სპიკერს, ხუან გუაიდოს, როგორც ვენესუელას დროებით პრეზიდენტს.
ამის შესაებ ინფორმაცია ჟურნალისტებს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კანცელარიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მიაწოდა.
შეგახსენებთ, რომ ვენესუელაში მიმდინარე ანტისამთავრობო გამოსვლების ფონზე, ნაციონალური ასამბლეის თავმჯდომარემ ხუან გუაიდომ განაცხადა, რომ ნიკოლას მადურო არ არის ქვეყნის პრეზიდენტი გაყალბებული არჩევნებისა და საკუთარი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულებების გამო და კონსტიტუციის თანახმად, თავი ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად გამოაცხადა. მან საჯაროდ დადო ფიცი
ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად ამ დროისთვის უკვე აღიარეს: აშშ-მა, კანადამ, ბრაზილიამ, არგენტინამ, კოლუმბიამ, პერუმ, პარაგვაიმ, ეკვადორმა, კოსტა რიკამ, გვატემალამდა ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციამ. გუაიდოს მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველომაც.
მადუროს რუსეთი და მისი სატელიტი ქვეყნები უჭერენ მხარს.
მასალის გამოყენების პირობები






