"მზად ვართ, შევხვდეთ ქალაქის მერს, კახა კალაძეს" - სასტუმრო „ბუდაპეშტის“ დამფუძნებლის განცხადება
საზოგადოება - 16:42, 24 Jan, 2019     1469

სასტუმრო „ბუდაპეშტის“ დამფუძნებელი გიორგი ზაქაიძე განცხადებას ავრცელებს და გამოტქვამს დედაქლქაის მერთან კახა კალაძესთან შეხვედრის მზაობას.

მისი განცხადებით, ტერიტორია სასტურმოს ასაშენებლად შესყიდულია კანონის სრული დაცვით:

„ბოლო დროს განვითარებულმა მვლენებმა მიიღო ფსიქოლოგიური ზეწოლის და ძალადობის ფორმა. ამ პროცესში მე და ჩემი კომპანია უსამართლოდ აღმოვჩნდით სისტემის და საზოგადოების პირისპირ. მთელი ამ დავის პროცესში ყველა დაინტერესებულმა თუ მონაწილე მხარემ, დაგვადანაშაულა ჩვენ, მათ შორის, ქალაქის ძველმა და ახალმა ხელმძღვანელობამ. სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად დაგვეკისრა მხოლოდ ჩვენ.

მინდა მივმართო ყველა დაინტერესებულ პირს, ჩვენმა კომპანიამ ეს ტერიტორია, შეისყიდა კანონის სრული დაცვით, არც არავის უჩუქებია და არც სიმბოლურ ფასად 1 ლარად შეგვიძენია. იყო გამოტანილი გასაყიდი საინვესტიციო ქონება და ჩვენმა კომპანიამ ის შეიძინა.

ჩვენ შევიძინეთ, კომპაქტური და არქიტექტურულად გარემოსთან შესატყვისობაში მყოფი პროექტი, რაზეც იყო გაცემული ნებართვა. თუ საზოგადოება გადახედავს ვაკის პარკის მიმდებარედ ან მის ტერიტორიაზე არსებულ შენობა ნაგებობებს, ჩვენი პროექტი მათთან შედარებით, შეიძლება ითქვას, რომ არის უნიკალური ეკოლოგიური ნაგებობა.

რაც შეეხება საკიხს, თუ რატომ შევყევით სასამართლო დავაში არასამთავრობოებს და აქტივისტთა ჯგუფებს, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ როგორც ძირითადად ხდება, პროცესი იყო მართული. ამ ადგილზე არსებობდა რესტორანი, ხოლო ვაკის პარკისგან მიტაცებულ ტერიტორიებზე იგივე პერიოდში აშენდა კორპუსები, რესტორნები, სხვა ინფრასტრუქტურა, საზოგადოების არც ერთ ნაწილს, არც ერთ ეტაპზე, ეს პროცესი არ გაუპროტესტებია.

ჩვენგან არის მზაობა შევხვდეთ ქალაქის მერს, კახი კალაძეს და ერთობლივად მოვიძიოთ ამ ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალი. გვაქვს მოლოდინი რომ მერია გადმოდგამს შემხვედრ ნაბიჯს და მოგებული პროცესის მიუხედავად მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდებით“, - ნათქვამია გიორგი ზაქაიძის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ვაკის პარკშ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობა რეზონანუსლი საკიტხია. დედაქალაქის მერიმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ არნიშნულ მშენებლობას არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს. პირველი შეხვედრა სასტუმროს წარმომადგენლობასა და მერიის წარმოამდგენლებს შორის უშედეგოდ დასრულდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42