ვენესუელას პარლამენტის თავმჯდომარემ მადურო გადააყენა და თავი პრეზიდენტად გამოაცხადა - ტრამპმა ახალი ხელისუფალი უკვე აღიარაა
მსოფლიო - 12:16, 24 Jan, 2019     1275

ვენესუელაში მესამე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს რეჟიმის წინააღმდეგ კარაკასსა და სხვა ქალაქებში.

საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა, რასაც 16 დემონსტრანტი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის 16 წლის მოზარდია, რომელიც დემონსტრაციის დროს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობისაგან გარდაიცვალა.

ვრცელდება ფოტოები, თუ როგორ წვავენ დემონსტრანტები წინა პრეზიდენტის უგო ჩავესის ხის ქანდაკებას.

დემონსტრანტების მხარეს არის ქვეყნის პარლამენტი, რომელსაც ოპოზიცია აკონტროლებს. ნაციონალური ასამბლეის თავმჯდომარემ ხუან გუაიდომ განაცხადა, რომ ნიკოლას მადურო აღარ არის ქვეყნის პრეზიდენტი საკუთარი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულებების გამო და კონსტიტუციის თანახმად, თავი ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად გამოაცხადა. მან საჯაროდ დადო ფიცი.

აღნიშნულ ფქტს უკვე მოჰყვა საერთაშორისო აღიარება - პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუაიდო ოფიციალურად აღიარა ერთადერთ კანონიერ ხელისუფლად და ქვეყნის მეთაურად. აშშ-სთან ერთად, გუადო პრეზიდენტად კანადამ, კოლუმბიამ, ბრაზილიამ და ამერიკის კონტინენტის სხვა 7 ქვეყანამ სცნო.

რუსეთმა, რომელიც უგო ჩავესისა და მისი მემკვიდრის მადუროს პირდაპირი მხარდაჭერია, გუაიდო არ სცნო.

"ვულოცავთ @jguaido-ს, როგორც ვენესუელას პრეზიდენის მოვალეობის შემსრულებელს. თქვენ ჩვენი სრული აღიარება გაქვთ, რომ დაიწყოთ დემოკრატიის დაბრუნება ქვეყანაში," - დაწერა ტრამპმა ტვიტერში.

მადურომ ამის საპასუხოდ აშშ ქვეყნის მტრად გამოაცხადა და ამერიკასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა და დიპლომატებს ქვეყნის დატოვებისთვის 72 საათი მისცა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42