გეგეშიძე სწორედ ის პირია, რომელსაც გეგეშიძე ფიზიკურად გაუსწორდა.
თავად სპორტსმენი ამბობს, რომ მას არავის დაკავების სურვილი არ ჰქონია. დათუნაშვილის თქმით, ის მხოლოდ გეგა გეგეშიძის გადადგომას ითხოვდა.
"ჩემი მოთხოვნა არ ყოფილა, რომ ვინმე დაეჭირათ. მე უბრალოდ ვიტყოდი იმას, რომ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს არ აქვს უფლება იმისა, რომ თავში ვიღაცას ჩაარტყას. ამის გამო უნდა გადამდგარიყო თანამდებობიდან. ჩემი მოთხოვნა ეს იყო და ეს არის დღესაც,“ - განაცხადა ზურაბ დათუნაშვილმა.
დათუნაშვილი აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია ის განცხადებები, რომელსაც რიგი სპორტსმენები აკეთებენ.
„მე ეგეთი ოჯახის არ მწამს, როდესაც ერთი ოჯახის წევრს უჭირს, იმის გვერდით არ დგახარ. შემდეგ მეორე ოჯახის წევრს, რომელსაც ძალაუფლება აქვს, იმას გაუჭირდა და იმის გვერდზე დგახარ, მე ასეთ ოჯახში არ ვარ გაზრდილი და ეს არაა ოჯახი,“ - განაცხადა ზურაბ დათუნაშვილმა.
გეგა გეგეშიძის დაკავების გადაწყვეტილება პოლიციამ ოთხსაათიანი დაკითხვის შემდეგ მიიღო. გეგეშიძის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს და ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები






