ისნის რაიონში ავტოფარეხების დემონტაჟი გრძელდება
საზოგადოება - 18:00, 23 Jan, 2019     995
ისნის რაიონის გამგეობა ავტოფარეხების დემონტაჟს განაგრძობს. ამჯერად, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით, ქეთევან წამებულის N76 ბ და N82 კორპუსებს შორის არსებული სარეაბილიტაციო სკვერის ტერიტორიაზე, ცხაურის ტიპის ოთხი ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა.


აღნიშნული კონსტრუქციები სკვერის მოწყობისა და განახლების ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენდა. ავტოფარეხებისგან ეზოს გათავისუფლების შემდეგ, ტერიტორია დასუფთავდება, ხოლო მის ნაცვლად, გამგეობა რეკრეაციული სივრცის მოწყობას დაიწყებს.

ავტოფარეხების დემონტაჟის პროცესს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ილია ჯიშკარიანი გაეცნენ. გამგებელი და დეპუტატი ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდნენ და მათი საჭიროებებიდან გამომდინარე, ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაგეგმეს.

„ჩვენ წელსაც აქტიურად განვაგრძობთ მერის ინიციატივით დაწყებულ კამპანიას. გასულ წელს მოსახლეობის მხრიდან აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო, რაც მისასალმებელია. უსახური ავტოფარეხებისგან ეზოების გათავისუფლება ხუთ მისამართზე მოვახერხეთ, სადაც კეთილმოწყობის სამუშაოები ჩავატარეთ. ბერი გაბრიელ სალოსის N15-ში მოცულობითი სკვერის მოწყობა დაიგეგმა, რომელსაც სულ მალე განვახორციელებთ. ამჯერად, ქეთევან წამებულის გამზირზე N76 ბ-N82-ის ეზოში ოთხი ავტოფარეხი დავშალეთ. ვიმედოვნებ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა აღნიშნულ ტერიტორიაზე ცხაურების დაშლის მეტ ინიციატივას გამოიჩენს და თანამედროვე სკვერის მოწყობის შესაძლებლობა მოგვეცემა“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

ისნის რაიონის გამგეობამ გასულ წელს, ხუთ მისამართზე 81 ცხაურის ტიპის ავტოფარეხის დემონტაჟი განახორციელა, რომელთა შორისაა, ონაშვილის ქუჩა N9, ლეხ კაჩინსკის ქუჩა N9, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N13-15, ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონის მე-15 კორპუსი, ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონის მე-17 კოპრუსი.

აღნიშნულ მისამართებზე კეთილმოეწყობის სამუშაოები უკვე ჩატარდა, ხოლო ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სკვერის მოწყობის პროექტი მომზადდა, რომლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარე წლის პირველ კვარტალში განხორციელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42