თბილისში ერთდროულად ორ ბინაში კუსტარულად დამონტაჟებული მილებიდან გაზი ჟონავდა
საზოგადოება - 17:57, 23 Jan, 2019     1288
ვაჟა ფშაველას გამზირის 25-ა-ში მცხოვრები ერთ-ერთი მობინადრის ინფორმაციით, მის აივანზე ძლიერი გაზის სუნი იგრძნობოდა.


„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტების მიერ შემოწმებისას დადგინდა, რომ მობინადრის მეზობლად, დაკეტილ ბინაში გაზის დიდი კონცენტრაცია იყო. გადაიკეტა სადარბაზოს ონკანი. მეზობლებისა და საპატრულო პოლიციის დახმარებით ბინის მეპატრონე მოიძებნა. სახლში შესვლისას კი დადგინდა, რომ შიდა გაყვანილობა თვითნებურად, კუსტარული წესით, ტექნიკური ნორმების დარღვევით იყო დამონტაჟებული. ბინის მფლობელს მრიცხველიდან გამომავალი რეზინის მილი გადაჭრილი ქონდა და გადაკეცილი იყო მავთულით,

მილი, საიდანაც გაზი ჟონავდა (ფოტოზე ჩანს გადაჭრილი მწვანე შლანგი, თეთრი მავთულით გადაკეცილი).

გადამოწმებისას გაირკვა, რომ კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებს აღნიშნულ ბინაში 2018 წლის 19 ივნისს ჩატარებული აქვს შემოწმება. დარღვევების გამო ბინას გაზმომარაგება შეუწყდა, მეპატრონეს კი უსაფრთხოების ნორმების ზეპირი ინსტრუქცია ჩაუტარდა. ამის მიუხედავად მობინადრემ ბუნებრივი გაზის მიწოდება თვითნებურად აღიდგინა. აღნიშნულ კორპუსში უსაფრთხოების მიზნით დამატებითი შემოწმებისას სპეციალისტებმა თვითნებური გაყვანილობა და დარღვევები კიდევ რამდენიმე ბინაში აღმოაჩინეს. (ფოტოზე ჩანს რკინის მილი რომელიც გადაჭრილია და თაბაშირით ამოვსებული) ყველა მათგანს მიეცა შესაბამისი ინსტრუქცია და ბინებს, სადაც დარღვევები იყო, გაზმომარაგება შეუწყდა.

„მოვუწოდებთ მოსახლეობას მეტი ყურადღებისკენ და ნუ გარისკავენ საკუთარ და სხვების სიცოცხლეს მსგავსი უკანონო ქცევებით. კუსტარულად დამონტაჟებული გაზგაყვანილობა ძალიან საშიშია თქვენთვის და თქვენს კორპუსში მცხოვრები სხვა მობინადრეებისთვის.“- ნათქვამია ყაზტრანსგაზის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42