ჯაჭვით ნაცემი ჩემპიონი - მოჭიდავეების ნაწილი კონფლიქტის „შინაურულ მოგვარებას“ ითხოვს
საზოგადოება - 15:26, 23 Jan, 2019     2055

სპორტსმენების ნაწილი გეგა გეგეშიძის გათავისუფლების მოთხოვნით ჭდაობის ფედერაციის შენობასთან იკრიბებიან. ისინი სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მომხდარი იყო ინციდენტი და ფედერაციაში შიდა გარჩევით უნდა დასრულებულიყო.

„არაფერი დანაშაული არ იკვეთება, არ იყო იქ ცემა, არც ძალადობა იყო, შეხლა-შემოხლა იყო,“ - განაცხადა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ.

ლუკა კურტანიძე შექმნილ მდგომარეობას არასასიამოვნოს უწოდებს და აცხადებს, რომ თავად ფედერაციის პრეზიდენტიც აცნობიერებს აღნიშნულს:

„მდგომარეობა რაც არის შექმნილი, არის არასასიამოვნო და გეგაც ამას აცნობიერებს და ყველა. პასუხისმგებლობას არავინ არ გაურბის, მაგრამ ერთი არის, რომ ჭიდაობის სამყაროს უნდა მიეცეს იმის საქმიანობის საშუალება, რასაც აკეთებდა. რაც მოხდა, ვთანხმდებით იმაში, რომ ყველა ვაცნობიერებთ იმას, რაც მოხდა და პასუხისმგებლობასაც არ გავურბივართ,“ - განაცხადა მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონმა, ლუკა კურტანიძემ.

სპორტსმენები მიიჩნევენ, რომ გეგეშიძის დაკავებით ხელისუფლების მხრიდან წითელი ხაზები გადაიკვეთა და ისინი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ:

„დაკავებას არ ველოდოთ იმიტომ, რომ რაღაც ფიზიკური, თუნდაც ჩხუბი დაარქვი, პატარა აყალმაყალი, მაგის გულისთვის არცერთ სპორტში და მით უმეტეს ჭიდაობის ოჯახში, არ უნდა ხდებოდეს. ძალადობას მე არ ვეძახი ეგეთ ჩხუბს. დასაჭერი არ იყო. სასამართლოს უნდა ემსჯელა. მთავრობამ წითელ ხაზს გადააბიჯა,“ - განაცხადა მსოფლიო ჩემპიონმა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, ზურაბ იაკობიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42