4 წლის გოგონას გარდაცვალების საქმე - უფლებადამცველი პასუხისმგებლობას შს და ჯანდაცვის სამინისტროებს აკისრებს
საზოგადოება - 14:40, 23 Jan, 2019     1641
სასტიკად ნაცემი, გარდაცვლილი 4 წლის გოგონას საქმე - „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ანა აბაშიძე პასუხისმგებლობას ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს აკისრებს.


როგორც "ნიუპოსტს" აბაშიძემ განუცხადა, სახეზე გვაქვს სისტემური პრობლემები. მესამე სექტორის წარმომადგენელი ამ მიმართულებით ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.

"ეს არის სიტუაცია, როდესაც სახელმწიფოს, ზოგადად სისტემის სისუსტეზე, არაეფექტურობაზე არის მინიშნება, პრაქტიკულად. ამ სისტემის წარმომადგენლები, ბავშვთა ზრუნვასთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში არიან შინაგან საქმეთა სამინისტრო და სოციალური დაცვის სააგენტო, ანუ ჯანდაცვის უწყება. მათ, მინიმუმ, ქონდათ ინფორმაცია, რომ ოჯახში არაკეთილსაიმედო გარემო იყო. ასევე, ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ოჯახის წევრი ძალადობდა ბავშვზე. სახელმწიფოს მხრიდან​ შეეთავაზა კიდევაც ბავშვს ალტერნატიული ზრუნვა. საბოლოოდ კი, ბავშვი ოჯახში ისევ სახელმწიფოს გადაწყვეტილებით დაბრუნდა, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, მოხდა მკვლელობა, რომელიც რა თქმა უნდა, სასამართლომ უნდა დაადასტუროს ან უარყოს.

რაც ვიცით, არის ის, რომ ძალადობა მოხდა და სოციალური დაცვის სააგენტო საქმის კურსში იყო, თუმცა ვერც ერთმა უწყებამ ვერ აიცილა ტრაგედია"- აღნიშნა აბაშიძემ.

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ სისტემა ძალიან სუსტია.

"პირველ რიგში, მათ არ შეუძლიათ აღმოაჩინონ რისკები, ოჯახის პირობებში სიცოცხლის რისკის აღმოჩენაც კი არ შეუძლიათ და რეაგირებენ მხოლოდ დამდგარ შედეგებზე. ეს არის მთავარი პრობლემა. მეორე პრობლემაა ის, რომ სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებები ერთმანეთთან სათანადოდ ვერ თანამშრომლობენ"- თქვა აბაშიძემ.

მესამე სექტორის წარმომადგენელი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ საქმესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს.

"ისინი ამბობენ, რომ თურმე, ოჯახში სოციალური სიდუხჭირის გარდა ყველაფერი რიგზე იყო. თურმე მუდმივად აკონტროლებდნენ ოჯახის მდგომარეობას და თურმე ასე, მოწმენდილ ცაზე დაიწყო ძალადობა, გამოიცა ორდერი და ბოლოს მოხდა ის რაც მოხდა. შეუძლებელია, კონკრეტული ნიშნების გარეშე ეს ფაქტი დამდგარიყო. თუ გავითვალისწინეთ მეზობლების მოსაზრებას, რომ ამ სახლიდან გამუდმებით ხმაური გამოდიოდა და ბავშვებს დაზიანებები აღენიშნებოდათ პერიოდულად, ის ნიშნავს იმას, რომ სოციალურმა სამსახურმა კარგად ვერ იმუშავა - მათ ვერ აღმოაჩინეს რისკები. ასე რომ ჯანდაცვის სამინისტროს კომენტარი, რომ ისინი ამ ოჯახთან წლების განმავლობაში მუშაობდნენ არის კიდევ უფრო შემძვრელი. მუშაობდნენ თურმე და წლების განმავლობაში დადებითად აფასებდნენ დედისა და შვილის ურთიერთობას. დასკვნა არის შემდეგი: ჩვენ გვყავს არაკომპეტენტური სოციალური სამსახური"- თქვა აბაშიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42