„არავინ არა სცემდა, ვინცა თქვა, ეგენია მოსყიდული ხალხი, „კონტრაში“ არიან ჩემთან“ - 4 წლის გარდაცვლილი ბავშვის მამინაცვალი
საზოგადოება - 11:50, 23 Jan, 2019     2028
სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას მამინაცვალი, არკადი ძალაშვილი მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს. მამაკაცი ირწმუნება, რომ მის ცოლს, რომელიც შვილის ცემით მკვლელობისთვის დააკავეს, პატარა არასდროს უცემია.

"არასდროს უცემია... აბანავებდა, ბავშვი წყალთან იყო ალერგიული. ჩემი მეუღლე უსამართლოდ არის დაკავებული. არ უცემია. ეგ ბავშვზე ხელის ამწევი არ იყო. ბავშვი ვერ დადიოდა, ვერ ჭამდა. ჩემი ცოლი მეუბნებოდა, მე არ შემიძლია, შენ დაუჯექი და აჭამეო... აბანავა, ტაშტიდან უხტებოდა ხოლმე და თავი მიარტყა აბაზანაში რკინებს. წყალს რომ დაინახავდა, შოკში ვარდებოდა"- აცხადებს დაკავებული ქალის ქმარი.

რაც შეეხება დედისთვის შემაკავებელი ორდერის გაცემას, ძალაშვილი ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება:

„რა შემაკავებელი ორდერი, არავინ არა სცემდა, ვინცა თქვა, ეგენია მოსყიდული ხალხი, "კონტრაში" არიან ჩემთან. არავის ეკრძალებოდა მიახლოება, ჩემთან იზრდებოდა ბავშვი. იცოდა პოლიციამ, რომ დედასთან იყო ბავშვი. იცოდნენ, რომ დედა არაფრის ის არ იყო... და ყურადღების ქვეშ იყო ყველაფერი,“ - ამბობს ზალაშვილი.
4 წლის გოგონას გარდაცვალების შესახებ ცნობილი გუშინ გახდა. მეზობლები აცხადებენ, რომ დედა მცირეწლოვან შვილებს ხშირად სასტიკად უსწორდებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველომ მიმდინარე წლის 22 იანვარს, თბილისში 2014 წელს დაბადებული გოგონას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. გამოძიების ფარგლებში დაკავებულია არასრულწლოვნის დედა, სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე პრიმა მუხლით, რაც შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას გულისხმობს. ამ შემთხვევამდე შინაგან საქმეთა სამინისტროში გარდაცვლილი ბავშვის მიმართ ოჯახში შესაძლო ძალადობის ფაქტებზე შეტყობინება ერთხელ, 6 იანვარს შევიდა. ფიზიკური ძალადობის შესაძლო ფაქტზე, სსკ-ის 126-ე პრიმა მე-2 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტით დაიწყო გამოძიება. შეტყობინების საფუძველზე ოჯახში მისულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაუყოვნებლივ დააკავეს მცირეწლოვანის დედა ლ. ქ. თავად მცირეწლოვანი კი პოლიციამ საავადმყოფოში გადაიყვანა და მომხდარის შესახებ ეცნობა სოციალურ სამსახურს.

გამოძიების ფარგლებში დაკავებულია არასრულწლოვნის დედა.

აღნიშნულ შემთხვევამდე შინაგან საქმეთა სამინისტროში გარდაცვლილი ბავშვის მიმართ ოჯახში შესაძლო ძალადობის ფაქტებზე შეტყობინება 6 იანვარს შევიდა. დედის მიმართ პოლიციის მიერ გამოიწერა შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვით, მას ეკრძალებოდა არასრულწლოვანთან კონტაქტი. 22 იანვარს მომხდარი ფაქტის შემდეგ ლ.ქ. ორდერის დარღვევისთვის პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42