„ადვოკატთა შესახებ“ კანონის მე-10 მუხლში შესული ცვლილებების შესაბამისად, პროფესიული ადაპტაციის პროგრამის გავლა წარმოადგენს ადვოკატის პროფესიაში შესვლის სავალდებულო წინაპირობას, რომელიც უზრუნველყოფს პირის პრაქტიკული ცოდნითა და საადვოკატო უნარ-ჩვევებით აღჭურვას და ხელს უწყობს პროფესიაში მის წარმატებულ ინტეგრაციას. ადაპტაციის პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს და შედგება ორი ნაწილისგან: 3-თვიანი თეორიული კურსი და 9-თვიანი სტაჟირება.
პროფესიაში შესვლის ახალი სტანდარტი უზრუნველყოფს, ადვოკატის პროფესიაში შემომსვლელთა უფრო მაღალ კვალიფიკაციას და შესაბამისად, ხელს შეუწყობს ქვეყანაში ხარისხიანი მართლმსაჯულების განხორციელებას
პროფესიული ადაპტაციის პროგრამა ხორციელდება ყოველწიურად ორ ნაკადად: პირველი ნაკადი იწყება თებერვალში (საგაზაფხულო ნაკადი), ხოლო მეორე ნაკადი - სექტემბერში (საშემოდგომო ნაკადი).
ადაპტაციის პროგრამის გავლის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან ის პირები, რომლებიც 2019 წლის 1-ელ იანვრამდე არიან ანდა იყვნენ ასოციაციის წევრები. ამასთან, ადაპტაციის პროგრამა არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც 2019 წლის 1-ელ იანვრამდე მიმართეს ასოციაციას გაწევრიანების თაობაზე ანდა დარეგისტრირდნენ ადვოკატის სტაჟიორად კანონით დადგენილი წესით.
პროფესიული ადაპტაციის პროგრამასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციის გასავლელად, გთხოვთ, იხილოთ ბმული.
მასალის გამოყენების პირობები






