"როცა საბანი გადახადეს სულ დალურჯებული ჰქონდა სახე" - მეზობლების ინფორმაციით, გოგონას, რომელიც ნაძალადევში გარდაიცვალა, დედა ხშირად სცემდა
საზოგადოება - 18:39, 22 Jan, 2019     18415

თბილისში, 4 წლის გოგონას გარდაცვალების შესახებ მეზობლები საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებენ. მათი მონაყოლის თანახმად, მოზარდს მშობლები ხშირად სცემდნენ. ერთ-ერთი მეზობლის მტკიცებით, გოგონას დაახლოებით ერთი კვირის წინ, დედა ფიზიკურად გაუსწორდა. ბავშვი საავადმყოფოშიც კი ჰყავდათ გადაყვანილი.

მეზობლების თქმით, გოგონა დედის სახლში არ იზრდებოდა. არსებული ინფორმაციით, პატარა ბავშვთა სახლში იზრდებოდა.

"ამ ქალის შვილია როგორც ჩანს, მას პატარა ბიჭიც ყავს პირველი ქორწინებიდან. რაც შეეხება მესამე ბავშვს, როგორც ვიცი ის ამჟამინდელი ქორწინებიდან ჰყავს. მამა არ იყო აგრესიული, ის ერთ რამეშია დამნაშავე, როცა ხედავს რომ სასიკვდილოდ სცემს დედა ბავშვს, ზომები უნდა მიიღოს"- ამბობს მეზობელი.

მისი თქმით, ბავშვის ცემის ფაქტზე პოლიციაც ინფორმირებული იყო.

"ამასწინათაც სცემა ბავშვი, მაგრამ მიჩქმალა. პოლიციას უთხრა სძინავსო, არადა როცა საბანი გადახადეს სულ დალურჯებული ჰქონდა სახე. დაკითხეს ეს ქალი. ალბათ ბავშვის გაგუდვის ახალი მეთოდი გამოიგონა .24 საათის განმავლობაში სცემდა ბავშვებს. სულ წივილ-კივილის ხმა ისმოდა. დილით თვითონ გამოუძახებია სასწრაფო, ბავშვი ცუდად არისო"- აღნიშნავს მეზობელი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს , რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილის მშობლების, ოჯახის წევრების, მოწმეების გამოკითხვა მიმდინარეობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42