გასული წლის დეკემბერში, საქველმოქმედო ფონდის დამაარსებელმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ „ფეისბუქის“ მეგობრებს მიმარა წინადადებით - გაეზიარებინათ მათი შვილების სანუკვარი სურვილები.
ამ წინადადებას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. ლეონიდ ჩერნოვეცკიმ აარჩია 26 ოჯახი, რომლებსაც მატერიალური პრობლემები გააჩნიათ. საჩუქრების საერთო ფასმა 10 000 ლარი შეადგინა. გეოგრაფიული მასშტაბი მაქსიმალურად დიდი იყო. იგი მოიცავდა როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონს. ზოგი სათამაშოებს ითხოვდა, ზოგი - ველოსიპედს, ერთმა ახალგაზრდა დედამ კი შვილისთვის სასმენი აპარატი ითხოვა!
საჩუქრების გადაცემა საშობაო დღეებში მოეწყო სასტუმრო „კრონ პალასში“.
„ძალიან მნიშვნელოვანია, გწამდეთ სასწაულების! თუ ადამიანი, თავის ცხოვრებაში, ადგილს არ დაუტოვებს სასწაულებს, იგი დაკარგავს იმედს, რწმენას. არადა, ეს ხომ სიცოცხლის სურვილს აძლიერებს“, - აცხადებს ლეონიდ ჩერნოვეცკი.
მასალის გამოყენების პირობები






