19 იანვარს, „ურალის ავიახაზების“ თვითმფრინავზე, რომელიც მოსკოვიდან დუბაიში მიფრინავდა, ინციდენტი მოხდა, რის გამოც ავიალაინერმა ვოლგოგრადში იძულებითი დაჯდომა განახორციელა.
მედიის ცნობით, მგზავრებმა თითქმის ერთდროულად თავი ცუდად იგრძნეს და გონება დაკარგეს.
ერთერთი დაზარალებული არტიომ კამბაროვი, რომელიც მეუღლესთან ერტად მგზავრობდა, მომხდარს ასე იხსენებს.
„თვითმფრინავი დილით ადრე გაფრინდა, ამიტომაც ჩვენ დაგვეძინა. როდესაც გავიღვიძე, ვნახე, რომ გასასვლელშ იატაკზე ზის ადამიანი, სახეზე მოყვითალო ფერი ადევს. მე ის მოვასულიერე და უცებ მეც ცუდად გავხდი. „დაშა, გონებას ვკარგავ, არ ვიცი რა მჭირს“ - მივმართე ცოლს. ვეცადე ხელები ამემოძრავებინა. ამის შემდეგ არაფერი მახსოვს, გამოვფხიზლლდი, ვნახე, რომ ვიღაც უცხო პირი, არა თვითმფრინავის ბორტგამცილებელი, შემს რენიმაციას ცდილობდა,“ - ყვება არტიომი.
როცა არტიომი მოსულიერდა, ცუდად უკვე მის გვერდით მჯდომი დედა-შვილი გახდა.
ადამიანებმა გონება მცირე ინტერვალის გამოტოვებით ერთიმეორის მიყოლებით დაკარგეს, თანაც ერთმანეთის გვერდით მჯდომებმა.
მგზავრები ირწმუნებიან, რომ სავარაუდოდ ეს ფაქტი სალონის ჰერმ,ეტულობის დარღვევამ გამოიწვია. მათ მცირე ზუზუნიც კი მოესმათ და აბსოლუტურად გამორიცხავენ საკვებით მოწამვლას.
ვოლგოგრადში დაჯდომის შემდეგ ბორტზე სასწრაფო დახმარების 5 ბრიგადა ავიდა.
მათი თქმით, ცუდად თავი სულ 5 ადამიანმა იგრძნო. ორმა მათგანმა ვოლგოგრადში დარჩენა გადაწყვიტა. ფრენიდან მოხსნეს და ხულიგნური საქციელის გამო დააჯარიმეს ქალი, რომელმაც ყვირილი ატეხა. სამართალდამცავები აცხადებენ, რომ ის ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყო, თუმცა თავად ქალი აცხადებს, რომ მან ყვირილი ყურადღების მისაქცევად ატეხა.
თვითმფრინავი ცოტა ხანში დუბაის მიმართულებით მაინც გაფრინდა, თუმცა, რა დაემართათ მგზავრებს, დღემდე უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები






