სერიალი „ჩემი ცოლის დაქალების“ პერსონაჟმა, ქეთიმ საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება დაიმსახურა. მსახიობ სალომე შარვაძეს მისი პერსონაჟის შესახებ განხილვები ხშირად ესმის.
მე-14 სეზონის მიწურულს ქეთის ცხოვრება იცვლება. პერსონაჟის, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში მორჩილად ითმენდა ქმრისგან დამცირებას, ახალ ურთიერთობას იწყებს და ასევე დაოჯახებული ექიმი უყვარდება.
ვიღაცები მწერენ, თითი არავინ დაგაკროს, თორე მაგას ვანახებთო. მოწმერეს, თუ თავშესაფარი გინდა, მზად ვართ, მიგიღოთო. ასეთი ბევრი მესიჯი მომდის. არსად მითქვამს, ჩემმა ნამდვილმა დედამთილმა ისე განიცადა ჩემი და ნიაკოს სცენა მანქანაში, რომ საღამოს საავადმყოფოში წაიყვანეს, იმდენად ინერვიულა, ჩემი მეუღლე ძალიან მგულშემატკივრობს.“- აცხადებს სალომე შარვაძე
ექიმი აჩიკოს როლის შემდრულებლის სოსო ხვედელიძის თქმით, მისი პერსონაჟის გამოჩენის შემდეგ საზოგადოებაში მის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა, რაც მის ყოველდღიურ ცხოვრებაზეც აისახა:
„მივედი მაღაზიაში, რამდენჯერმე ვიკითხე რაღაც ვხედავ რომ თავისუფლები არიან და არ არიან დაკავებულები , მესამედ ცოტა ხმამაღლა, ბოლოს, როგორც იქნა, ამიწონეს ვაშლი და წამოვედი. საყვედურებსაც მეუბნებიან. რატო ანგრევ ოჯახს?- ასეთ საყვედურს. თავიდან კომენტარებს ვნახულობდი, მაყურებლები, ძირითადად, პიროვნულ შეურაცხყოფაზე გადადიან, ფიზიკურ ნაკლზე მიდის ფოკუსირება. შემდეგ მივხვდი, რომ რაც არ მეხმარება და ხელს მიშლის, აღარ მინდა გვერდზე შესვლა და ვაკეთებ ჩემს საქმეს“- აცხადებს სოსო ხვედელიძე.
ქეთის გვერდში არც მისი მეგობრები დაუდგნენ და დაქალების მხრიდანაც კრიტიკის სამიზნე გახდა. დაქალების საქციელი მაყურებელს არ მოეწონა:
„ამ ახალწლებზე მთელ სადაქალოს ისე გვაგინეს რას გვერჩოდა დევდარიანი.“- ამბობს „ნინას“ როლის შემდრულებელი ანი ტყებუჩავა.
მასალის გამოყენების პირობები






