ბრიტანეთში დისლოცირებული სირიის მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით, დაღუპულია სულ მცირე 11 ადამიანი, რომელთა შორის ყველა სამხედრო მოსამსახურეა. რუსები აცხადებენ, რომ დაიღუპა სულ 4 ადამიანი.
მათივე ინფორმაციით, ავაიადრტმის შედეგად განადგურდა იარაღის საწყობები და სხვა სამხედრო ობიექტები.
ისრაელის ეს ნაბიჯი ირანის შეიარაღებული ძალების ნაწილების მიერ სირიიდან გოლანის მაღლობის მიმართულებით რაკეტის გასროლას მოჰყვა, რომელიც ისრაელის ანტი-სარაკეტო სისტემამ ჩამოაგდო.
ისრაელი აცხადებს, რომ არ დაუშვებს სირიაში ირანმა თავისი სამხედრო პლაცდარმი შექმნას.
ირანის საჰერო ძალების ხელმძღვანელმა გენერალმა აზიზ ნასირაზადემ თქვა, რომ ისრაელის სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ ქვეყნის შეიარაღებული ძალები მზად არიან ებრძოლონ ისრაელის სიონისტურ რეჟიმს და "დედამიწიდან გააქრონ" ის.
მასალის გამოყენების პირობები






