„დამეხმაროს მთავრობა, ახლა მაინც იფიქროს ჩემს შვილზე“ - ლიბიაში გაუჩინარებული ქართველი მეზღვაურის დედა
საზოგადოება - 15:10, 21 Jan, 2019     1146

ლიბიაში გაუჩინარებული 23 წლის ქართველი მეზღვაურის დედა ნინო ცეცხლაძე ამბობს, რომ დავით რაზმაძეს ბოლოს 6 იანვარს ესაუბრა, რა დროსაც დავით რაზმაძემ დედას უთხრა, რომ რამდენიმე დღეში საქართველოში დაბრუნებას აპირებდა, რადგან მუშაობა აღარ შეეძლო.

ნინო ცეცხლაძე გამორიცხავს, რომ მისი შვილი გარდაცვლილია.

„აყვანილი გვყავს ადვოკატი, გაგზავნილი მაქვს ყველაფერი, რაც ამ ბავშვის დნმ-ისთვის გამოდგება. ვნახოთ, რა იქნება, ჩემი მეუღლე უნდა წავიდეს ლიბიაში.

ჩვენი ბოლო ზარი იყო ექვსში. დათუნამ მითხრა, დედი რამდენიმე დღეში გაგაგებინებ პასუხს. წამოსვლა უნდოდა ნაოსნობიდან. აღარ მინდა მუშაობაო. ყველაფერი დაფიქსირებულია, წერილი მომწერა “ - ამბობს ნინო ცეცხლაძე.

ნინო ცეცხლაძე საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს და მისი პირველი მეუღლის დამსახურებაზე საუბრობს:

„დათუნას მამა, ზაზა რაზმაძე, რომელმაც ოფლი და სისხლი დაღვარა ცხინვალის ომში, აფხაზეთი ბოლომდე, ჭუბერი ბოლომდე ფეხით გადმოიარა, სიცივეში, შიმშილში, ჩვენ თავშესაფარი ვითხოვეთ საქართველოსგან, მე და ჩემმა შვილმა, მაგრამ საქართველომ გვითხრა, თქვენ არაფერი გეკუთვნითო, 2008 წელს, მე მივმართე გორს დახმარებისთვის, მაგრამ საერთოდ ხელი არავინ გაგვიწოდა. მე იძულებული გავხდი, რომ წამოვსულიყავი საქართველოდან, შემდეგ შევქმენი აქ ოჯახი და ბავშვი დავტოვე მშობლებთან. ნუთუ, ასეთი გმირის შვილი, ასეთი მამის შვილი შეიძლება გვერდზე გასწიო. დათუნას მამა, მართლაც, გმირი იყო. ახლა მაინც დამეხმაროს მთავრობა, ახლა მაინც იფიქროს ჩემს შვილზე. საქართველოს მრცხვენია, მრცხვენია, როგორ ვთქვა მე ეს ყველაფერი,“ - ამბობს ნინო ცეცხლაძე.

ქართველი მეზღვაური 7 იანვარს ლიბიის ერთ-ერთი პორტიდან გაუჩინარდა. დავით რაზმაძის მამის ძმა და მისი მეუღლე 2008 წლის ომის დროს, გორის ვერხვების დასახლების დაბომბვისას დაიღუპნენ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42