„მაგთისა“ და „სილქნეტის“ აბონენტებს ტარიფი ეზრდებათ
საზოგადოება - 11:46, 21 Jan, 2019     8645

„ჯეოსელის“ აბონენტებს ტარიფი ეზრდება. კომპანია, „სილქნეტის“ ცნობით, რომელმაც „ჯეოსელი“გასულ წელს შეისყიდა, ახალი, გაზრდილი ტარიფი 1-ლი მარტიდან ამოქმედდება.

„1 მარტიდან კომპანია გეგმავს სატარიფო ცვლილებებს. ახალი საფასო პოლიტიკის შედეგად, როგორც ფიქსირებული, ასევე მობილური ქსელის აბონენტები მიიღებენ გაუმჯობესებულ პაკეტებს და მობილური ინტერნეტის გაზრდილ მოცულობებს,“-აღნიშნულია „სილქნეტის“ განცხადებაში.

კერძოდ, 1-ლი მარტიდან „ახალი პაკეტი მეტი S” 5 ლარის ნაცვლად, 7 ლარი ეღირება; „ახალი პაკეტი მეტი M“ 15 ლარი გახდება, მაშინ როცა დღეის მდგომარეობით 10 ლარი იყო; „ახალი პაკეტი მეტი უსასრულო“ კი მარტიდან - 30 ლარი ეღირება, ნაცვლად არსებული 25 ლარისა. (ტარიფების ცვლილების შესახებ, იხილეთ ბმულზე)

მომხმარებელს ახალ სატარიფო პოლიტიკას შესთავაზებს „მაგთიც“. კერძოდ, კომპანიის ცნობით, 18 თებერვლიდან მომხმარებელი „მარტივი 25“-ს ნაცვლად, განახლებულ პაკეტ „მარტივს“ მიიღებს. აღნიშნული პაკეტი არსებულთან შედარებით 5 ლარით ძვირი იქნება და 30 ლარი ეღირება. გაძვირებული პაკეტის „მარტივის“ ფარგლებში მოქალაქეები გაზრდილ მობილურ ინტერნეტს მიიღებენ და 1 000 მგ-ის ნაცვლად ის 1 500 მბ-ი იქნება. (ტარიფების ცვლილების შესახებ, იხილეთ ბმულზე )

ამასთან, აღსანიშნავია, რომ როგორც ორივე კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, მობილური ინტერნეტის სტანდარტული ტარიფი 70 თეთრიდან 10 თეთრამდე შემცირდება.

ამასთან, კომპანიები აწესებენ მობილური ნომრის მომსახურების საფასურს, რომელიც „ჯეოსელის“ შემთხვევაში თვეში 20 თეთრი; ხოლო „მაგთის“ აბონენტებისთვის 180 დღეზე - 1 ლარი იქნება. ნომრის მომსხურების საფასურის ფარგლებში, ანგარიშზე დადებითი ბალანსის შემთხვევაში თქვენი ნომერი მუდმივად აქტიური იქნება, ნომერი არ გაუქმდება და მომსახურებას შეუზღუდავად მიიღებთ.

bpn.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42